Facebook Twitter

ას-9-364-07 18 ივნისი 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ.კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ი-ა-მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. ი-ს მიმართ და მოითხოვა ბინის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2004 წლის 31 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება დადებული გ. მ-სა და ა. ი-ს შორის.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. ი-მ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინებით ა. ი-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ი-მ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბერს განცხადებით მიმართა გ. მ-ს წარმომადგენელმა ს. დ-მ და სარჩელზე უარის თქმის გამო მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ა. ი-მ 2006 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ 2006 წლის 23 ივლისს გ. მ-ი გარდაიცვალა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა სამოქალაქო საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინებაზე ა. ი-ს საჩივრის გამო გ.მ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ვინაიდან მოსარჩელე გ. მ-ი გარდაიცვალა და მოცემული დავა მიეკუთვნება ისეთ კატეგორიას, რაც უფლებამონაცვლეობას ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას.

ზემოაღნინული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ი-ა-მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და პირველი ინსტანციის განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან იგი დადებულია გამჩუქებლის ინიციატივით, მით უფრო, რომ მჩუქებელი არის მისი ერთადერთი ქალიშვილი; ჩუქების ხელშეკრულება ნოტარიუსის მიერაა დამოწმებული 2004 წლის 31 ივლისს, ხოლო გ. მ-მა კი სარჩელი აღძრა 2005 წლის 12 აგვისტოს, ანუ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი ერთი წლის გასვლის შემდეგ; ამავე კოდექსის 530-ე მუხლის თანახმადაც არ შეეძლო მოსარჩელეს გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვა. ასევე მოითხოვა სადავო ბინაზე ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე, ბინა შეიძლება გაასხვისონ მეორე რიგის მემკვიდრეებმა, რომლებმაც მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ თვითნებურად დაიკავეს სადავო ბინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; არ უნდა დაკმაყოფილდეს ა. ი-ა-მ-ს მოთხოვნა სადავო ბინაზე ყადაღის დადების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა სამოქალაქო საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინებაზე ა.ი-ს საჩივრის გამო გ.მ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ასევე არ არსებობს ქ.ბათუმში ... ქ. ¹ 3, ბინა 35-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების საფუძველი სამართლებრივი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 419-420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ი-ა-მ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

ა. ი-ა-მ-ს მოთხოვნას ქ.ბათუმში ... ქ. ¹ 3, ბინა 35-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების შესახებ ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.