Facebook Twitter

¹ას-96-376-08 10 აპრილი 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ტ-ი(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის ......... ბიურო, ს.ს. ,,ა-ა” (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სარჩელი სააქციო საზოგადოება ,,ა-ის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ტ-მა და მოითხოვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. თბილისის სააქციო საზოგადოება „ა-ის“ ¹3 ბრძანება თ. ტ-ის მძღოლობიდან გადაყენების შესახებ გაუქმდა და აღდგენილ იქნა თავდაპირველი მდგომარეობა.

2002 წლის 11 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ტ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების განმარტება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 ნოემბრის განჩინებით თ. ტ-ს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს. 2000 წლის 29მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული „აღდგენილ იქნეს თავდაპირველი მდგომარეობა“ ნიშნავდა თ. ტ-ის აღდგენას უწინდელ თანამდებობაზე, რაც მას ეკავა თანამდებობიდან გადაყენებამდე. ანუ, აღნიშნული ნიშნავდა მძღოლის თანამდებობაზე აღდგენას. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

2007 წლის 21 აგვისტოს თ. ტ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის. 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების განმარტებაში დაკონკრეტებულიყო აღდგენა ყოფილ წართმეულ გაპიროვნებულ ავტომანქანაზე მაზ. ¹4323 საღ ¹....... .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით თ. ტ-ის განცხადება 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 29.03.2000 წ. გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფლდა. გაუქმდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 03.12.99 წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. თბილისის სააქციო საზოგადოება „ა-ის“ ¹3 ბრძანება თ. ტ-ის მძღოლობიდან გადაყენების შესახებ გაუქმდა და აღდგენილ იქნა თავდაპირველი მდგომარეობა.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 20.11.2002 წ. განჩინებით თ. ტ-ს განემარტა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 29.03.2000 წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული „აღდგენილ იქნეს თავდაპირველი მდგომარეობა“ ნიშნავდა თ. ტ-ის აღდგენას უწინდელ თანამდებობაზე, რაც მას ეკავა თანამდებობიდან გადაყენებამდე. ანუ, აღნიშნული ნიშნავდა მძღოლის თანამდებობაზე აღდგენას.

პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებაში მითითებული სიტყვები „აღდგენილ იქნას თავდაპირველი მდგომარეობა“, ერთხელ უკვე განმარტებულია სასამართლოს მიერ და კვლავ მათი განმარტების საფუძველი არ არსებობს. განჩინება განმარტების თაობაზე თ. ტ-ს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია რომ იგი დაეთანხმა განმარტებას და ამჟამად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა დაუშვებელი.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია, ხოლო აღსრულებული გადაწყვეტილების განმარტება დაუშვებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ტ-მა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული „აღდგენილ იქნეს თავდაპირველი მდგომრეობა“ ნიშნავდა მისი მძღოლობიდან გადაყენებამდე მასზე გაპიროვნებულ ავტომანქანაზე მაზ 54323 მოდელის საღ ¹......... . აღდგენას.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი, მისივე ინტერესების შესაბამისად არ აღსრულებულა, რის საფუძვლადაც იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, მოვალე ორგანიზაციის გააჩნდა ამონაწერი, მისი მძღოლად აღდგენის თაობაზე, მაგრამ ტექნიკურად გამართული ავტომანქანა, მისთვის არავის შეუთავაზებია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინების გააუქმება და კიდევ ერთხელ სასამართლოს მიერ. 2000 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოყვანილი სიტყვების „აღდგენილ იქნეს თავდაპირველი მდგომარეობა“ განმარტება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 ნოემბრის განჩინებით თ. ტ-ს განემარტა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით თ. ტ-ის განცხადება 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი თ. ტ-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება როგორსაც კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად ერთხელ უკვე განემარტა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, რომელიც თ. ტ-ს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია, ზემოთმითიებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების კვლავ განმარტების საფუძველი არ არსებობს, ამასთან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინება

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.