Facebook Twitter

¹ ა-2661-ა-38-05 5 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების შემომტანი პირი – სს “ .. .. ..” დირექტორი ვ. შ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ქ-ის უფლებამონაცვლე ვ. ქ-ე

(მოსარჩელე)

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ქ-მ 2004 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ .. .. ..” მიმართ და მოითხოვა სს “ .. .. ..” ადმინისტრაციის 2004 წლის 8 ოქტომბრის ¹107 ბრძანების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებთ ზ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სს “ .. .. ..” დირექტორის 2004 წლის 8 ოქტომბრის ¹107 ბრძანება ზ. ქ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში და ზ. ქ-ე აღდგენილ იქნა სს “ .. .. ..” დაკავებულ თანამდებობაზე. ზ. ქ-ს სს “ .. .. ..” მიერ აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად 440 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. .. ..” დირექტორმა ვ. შ-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მაისის განჩინებით სს “ .. .. ..” დირექტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ .. .. ..” დირექტორმა ვ. შ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივლისის განჩინებით სს “ .. .. ..” დირექტორს ვ. შ-ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 211,80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრისა და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სს “ .. .. ..” დირექტორის ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი. საკასაციო სასამართლომ საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის საფუძველზე დადგენილად ჩათვალა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივლისის განჩინება, რომლითაც კასატორს დაევალა საკასაციო საჩივარში ხარვეზის შევსება, კასატორს ჩაბარდა 2005 წლის 20 ივლისს. კასატორმა საკასაციო საჩივრის ხარვეზი შეავსო 2005 წლის 3 აგვისტოს – ხარვეზის შევსების ვადის გაშვების შემდგომ.

სს “ .. .. ..” დირექტორმა ვ. შ-მ 2005 წლის 7 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 1 ივლისის განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე შპს “...” ქუთაისის ფილიალის მეათე განყოფილებაში მიღებულ იქნა შეტყობინებით მიმდინარე წლის 18 ივლისს, ხოლო მათ საწარმოში შევიდა და ფაქტობრივად ჩაბარდათ 2005 წლის 26 ივლისს, ე.ი. შვიდი დღის დაგვიანებით, ამასთან მათი ხელმოწერის გარეშე, რადგან ფოსტის მუშაკს ხელმოწერა არ მოუთხოვია, რაც დადასტურებულია კორესპონდენციის საწარმოში უშუალოდ შემომტან მათი მუშაკის ს. ფ-ს მოხსენებითი ბარათით, კანცელარიაში რეგისტრაციითა და შპს “...” ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელობის ოფიციალური წერილით და თვით ჩამბარებელი მუშაკის ინფორმაციითა და წერილის მიღება-ჩაბარების შეტყობინების ბარათით, რომელშიც ჩანს მის მაგივრად მისი სახელით სხვის მიერ ხელმოწერისა და მიღების თარიღად მიჩნეული რიცხვი 20-ის გადასწორების ფაქტები. განმცხადებლის მითითებით, ზემოთდასახელებულ ყველა დოკუმენტზე დაყდნობით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო პალატის 2005 წლის 1 ივლისის განჩინების მათთვის ჩაბარების თარიღი 2005 წლის 20 ივლისი გაყალბებულია ფოსტის მუშაკის მიერ. ზემოაღნიშნულმა გარემოებამ შეცდომაში შეიყვანა საკასაციო პალატა და განუხილველად დატოვა მათი საკასაციო საჩივარი. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას თან ერთვის სს “.. .. ..” მექანიკოსის ს. ფ-ის მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ მისი საცხოვრებელი ადგილის მეზობლად განთავსებული საფოსტო განყოფილების უფროსმა ნ. ს-მ 2005 წლის 26 ივლისს წარმოების დირექტორთან მისატანად ყოველგვარი ხელმოწერის და ხელწერილის გარეშე გადასცა ფოსტა-კორესპონდენციის გაუხსნელი პაკეტი, ს-ის მიერ დატოვებული კორესპონდენცია იმავე დღესვე მიიტანა საწარმოში და გადასცა სამმართველოს თანამშრომელს. შპს „...“ უფროსის 30 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის ცნობებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოგზავნილი შეკვეთილი წერილი ადრესატს ჩაბარდა 2005 წლის 26 ივლისს; ... განყოფილების უფროსის ნ. ს-ის ცნობაში კი მითითებულია, რომ უზენაესი სასამართლოდან შეკვეთილი წერილი შემოსულია 2005 წლის 18 ივლისს, სს “ .. .. ..” თანამშრომელს ოჯახური პირობების გამო ჩააბარა დაგვიანებით, 2006 წლის 26 ივლისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სს “ .. .. ..” დირექტორის ვ. შ-ის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

ზ. ქ-ის მეუღლე ვ. ბ-მ 2006 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა ზ. ქ-ის გარდაცვალების მოწმობა, რომლის თანახმად ზ. ქ-ე გარდაიცვალა 2006 წლის 19 თებერვალს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 4 მაისის განჩინებით სს “ .. .. ..” განცხადებაზე შეჩერდა წარმოება ზ. ქ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით განახლდა სს “ .. .. ..” დირექტორი ვ. შ-ის განცხადების განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, სს “ .. .. ..” დირექტორის განცხადების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, განმცხადებელმა საქმის წარმოების განახლება მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-426, 431-432-ე მუხლების საფუძველზე. სს „ .. .. ..“ დირექტორმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა შპს „ ....“ დირექტორის მიერ 2005 წლის 30 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს გაცემული ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹271 შეკვეთილი წერილი სს “ .. .. ..” დირექტორის ვ. შ-ის სახელზე ადრესატს ჩაბარდა 2005 წლის 26 ივლისს; შეტყობინების ბლანკზე აღნიშნულია განყოფილებაში წერილის მიღების თარიღი. ასევე სს “.. .. ..” თანამშრომლის ს. ფ-ის მოხსენებითი ბარათი, სადაც მიუთითა, რომ მას 2005 წლის 26 ივლისს გადასცეს ფოსტა-კორესპონდენცია ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე, რომელიც იმავე დღესვე გადასცა სამმართველოში მომუშავე თანამშრომელს. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს ასევე ... განყოფილების უფროსის ნ. ს-ის ცნობას, სადაც აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოდან შეკვეთილი წერილი შემოსულია 2005 წლის 18 ივლისს, სს “ .. .. ..” თანამშრომელს ს. ფ-ს ოჯახური პირობების გამო ჩააბარა დაგვიანებით 2006 წლის 26 ივლისს (ს.ფ. 210,221). საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას თან ერთვის ასევე საწარმოში შემოსული კორესპოდენციის ჟურნალი (ს.ფ. 217). განმცხადებლის მოსაზრებით, ეს დოკუმენტები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივლისის განჩინების ჩაბარების თარიღი “20 ივლისი” საფოსტო გზავნილზე გაყალბებულია და მის ნაცვლად მისი სახელით სხვა პირმა მოაწერა ხელი, რადგან ფოსტის მუშაკს ხელის მოწერა არ მოუთხოვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; მაგრამ იმავე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა”-”გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, სისხლის სამართლის საქმეზე თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად დოკუმენტის სიყალბის დამადასტურებელი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლოს განაჩენი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “ .. .. ..” დირექტორის ვ. შ-ის განცხადების _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების _ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ .. .. ..” დირექტორის ვ. შ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.