Facebook Twitter

¹ვ-181-ა-32-07 13 ივლისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – ე. ბ-ე

წარმომადგენელი _ გ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს “ .. ..”

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ განცხადება შეიტანა ჭიათურის რაიონულ სასამართლოში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, 2005 წლის 13 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განხცადების საფუძველზე გაიხსნა სს “ .. ..” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველმა კრებაზე განაცხადა, რომ სს “ .. ..” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება არ უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან საწარმო კარგად მუშაობს. განმცხადებლის აზრით, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, დაეკითხა მოწმეები, მოეწვია ექსპერტები, რაც არ გაუკეთებია.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის განჩინება. ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ჭიათურის რაინული სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც გაიხსნა გაკოტრების საქმე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა განცხადების დასაშვებობაზე, სასამართლომ არასწორად დატოვა მისი განცხადება განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენლის – გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განჩინება.

ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა განცხადების დასაშვებობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ე. ბ-ის წარმომადგენლის – გ. ბ-ის განცხადების დასაშვებობა. ამ მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ ზემოაღნიშნული განცხადება შეტანილ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით გათვალისწინებულ განსჯად სასამართლოში. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ განცხადება შეიტანა არაგანსჯად სასამართლოში, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის განჩინების გაუქმების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩა განიხილველი. სააპელაციო პალატის განჩინება კი უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს ისეთ გარემოებას, როდესაც სააპელაციო (საკასაციო) სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და თვითონ გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის განცხადება უნდა განიხილოს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად დატოვა იგი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 424-ე, 425-ე, 429-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ბ-ის წარმომადგენლის – გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.