Facebook Twitter

ა-1032-ა-40-07 5 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ შპს “საქართველოს ...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ .. .. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “საქართველოს ...” სარჩელი აღძრა სასამართლოში ჩოხატაურის რაიონის .. .. მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლით: შპს “საქართველოს ...” წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით ... სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებულ საწარმოს და რეგისტრირებულია 1995 წლის 6 ივლისს. 2000 წლის 2 აგვისტოს, ... სამინისტროს 2000 წლის 12 სექტემბრის ¹1-3/558 ბრძანების, ასევე 2000 წლის 17 აპრილის ¹98 და ¹82 აუდიტორული დაკვნის საფუძველზე, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა შპს “საქართველოს ...ის” ფილიალის _ “ჩოხატაურის ...” ... განყოფილებაზე რიცხული 23.6 კვ.მ. საზოგადოების მხრიდან არაერთგზის წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს და არ აძლევს მოსარჩელეს ფუნქციონირების საშუალებას, რის გამოც საზოგადოებას ადგება ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “საქართველოს ...” სარჩელი დაკმაყოფილდა, .. .. დაევალა 23.6 კვ.მ-ის მოსარჩელისთვის დაბრუნება, რაც ჩოხატაურის რაიონის .. ..გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც შპს “საქართველოს ...” შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით შპს “საქართველოს ...” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

შპს “საქართველოს ...” განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინებით შპს “საქართველოს ...” დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა. განცხადებაზე თანდართული ქვითრით დასტურდება, რომ კასატორმა აღნიშნული თანხა გადაიხადა, თუმცა, არასწორი საბანკო რეკვიზიტების მითითების გამო, იგი სათანადო ანგარიშზე არ აღირიცხა. კასატორის მიმართვის შესაბამისად, სასამართლომ გაუგზავნა მხარეს სწორი საბანკო რეკვიზიტები, თუმცა შპს “საქართველოს ...” განხორციელდა საშტატო ცვლილებები და ის თანამშრომლები, რომელთაც თანხის გადარიცხვა დაევალათ, სამუშაოდან გათავისუფლდნენ. აღნიშნული მიზეზით ვერ მოხერხდა ხარვეზის დროულად გამოსწორება, თუმცა კასატორმა, ფაქტობრივად, სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ შპს “საქართველოს ...” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს “საქართველოს ...” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს “საქართველოს ...” დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღეში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. კასატორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ჩასარიცხად მისთვის სწორი საბანკო რეკვიზიტების შეტყობინება. საკასაციო პალატამ აცნობა მხარეს ახალი საბანკო რეკვიზიტები, რის შესახებ სასამართლო გზავნილი კასატორს ჩაბარდა 2007 წლის 8 თებერვალს.

განსახილველ განცხადებაზე თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ 2007 წლის 18 იანვარს შპს “საქართველოს ...” სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი გადაიხადა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ გამოასწორა ობიექტური გარემოების გამო. კერძოდ, ხარვეზის განჩინებაში მოქმედი საბანკო რეკვიზიტები მითითებული არ ყოფილა, რაც დაზუსტდა სასამართლოს მიერ მოგვიანებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “საქართველოს ...” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “საქართველოს ...” საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რის გამოც იგი მიღებულ უნდა იქნას წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “საქართველოს ...” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინება.

შპს “საქართველოს ...” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.