Facebook Twitter

¹ა-1461-ა-42-07 12 დეკემბერი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – ნ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ე-ე

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ინეზა სირაძესა და ნ. ნ-ს შორის დადებული 2003 წლის 29 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹91-ში მდებარე სახლის ნ. ნ-ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე და სადავო სახლი აღირიცხა ინეზა სირაძის სახელზე.

2007 წლის 14 აგვისტოს ნ. ნ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს მტკიცებულებას სს “ .. ..” გაკოტრების მმართველის მიერ 2007 წლის 12 ივლისს გაცემული ცნობის სახით, რომლითაც დასტურდება, რომ 1999-2003 წლებში დედამისს მიღებული აქვს 12749 ლარი, რომელიც მის ოჯახს გააჩნდა დანაზოგის სახით.

განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მან ვერ დაადასტურა რა სახსრებით შეიძინა სახლი და ვერ დააბალანსა საკუთარი შემოსავლები და სახლის შესაძენად გადახდილი თანხა, აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოსთვის მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი იქნებოდა.

აღნიშნულის გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული ნორმების თანახმად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავის ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში თვლის, რომ ნ. ნ-ის მიერ წარმოდგენილი სს “ .. ..” გაკოტრების მმართველის მიერ 2007 წლის 12 ივლისს გაცემული ცნობა ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვაინაიდან უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს ნ. ნ-ე მიუთითებდა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ბინა, რომელიც გაყიდა 3000 აშშ დოლარად, გაისტუმრა ვალები, გადაიხადა სწავლის ქირა და დარჩენილი თანხით შეიძინა სადავო ბინა. წარმოდგენილ ცნობაში კი მითითებულია, რომ 1999-2003 წლებში სს “ .. ..” პენსიონერ დ. ნ-ის მოვლისა და პენსიის სახით, დედამისს _ ნ. ნ-ს მიღებული აქვს 12749 ლარი ანუ კასატორისათვის 2003 წლისთვის (დედის გარდაცვალების დროისთვის) უკვე ცნობილი იყო, რომ დედისპენსიის სახით ოჯახს გააჩნდა დანაზოგი, შესაბამისად, მას აღნიშნულის შესახებ სასამართლოსთვის საქმის განხილვის დროს შეეძლო მიეთითებინა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ნ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.