ვ-68-ა-9-09 23 თებერვალი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ქ. თბილისში, ........... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელი ი. ღ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ქ.თბილისში, ............. ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2008 წლის 26 ნოემბერს ქ. თბილისში, ......... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელმა ი. ღ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ზემოხსენებული განცხადება დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინება განმცხადებელს ჩაბარდა 2008 წლის 20 ნოემბერს, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით კი მხარემ საკასაციო პალატას მიმართა 2008 წლის 26 დეკემბერს, რა დროსაც დააღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.
ქ. თბილისში, ........... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელმა ი. ღ-მა 2009 წლის 22 იანვრის განცხადებით მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმება და მისივე 2008 წლის 26 ნოემბრის განცხადების განხილვა შემდეგი დასაბუთებით: საკასაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ განცხადებელმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან გასაჩივრებული საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება მან ჩაიბარა 2008 წლის 20 ნოემბერს და მისი ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებით საკასაციო სასამართლოს მიმართა ამავე წლის 26 ნოემბერს, ზემოხსენებული ვადის დაცვით. ამდენად, უსაფუძვლოა საკასაციო სასამართლოს მითითება, რომ მხარემ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 26 დეკემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისში, ........... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელ ი. ღ-ის განცხადება მიჩნეულ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებად და მიღებულ იქნა წარმოებაში.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისში, ........... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინების ასლი მხარეებს გაეგზავნათ.
2008 წლის 26 ნოემბერს ქ. თბილისში, ........... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელმა ი. ღ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ......... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელ ი. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დასაბუთებულია განმცხადებლის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ არასწორად აითვალა ამავე სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ ქ. თბილისში, .......... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელ ი. ღ-ის განცხადების შეტანის ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადაა ერთი თვე და ამ ვადის გაგრძელებას კანონი არ ითვალისწინებს. დასახელებული ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მითითებული ნორმის მიხედვით კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა მხარეს შეუძლება მისი გაუქმების ან ბათილად ცნობის საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ როდის ჩაბარდა ქ. თბილისში, .............. ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელ ი. ღ-ს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ასლი, თუმცა თავად მხარის განმარტებით მან აღნიშნული განჩინების ასლი ჩაიბარა 2008 წლის 20 ნოემბერს და განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე შეიტანა 2008 წლის 26 ნოემბერს, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით.
ამდენად, ქ. თბილისში, ............... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელ ი. ღ-ის ზემოხსენებული განცხადება არასწორად დარჩა განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 426-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისში, ......... ქ. ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელ ი. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინება.
განახლდეს საქმის წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ქ. თბილისში, .......... ქ ¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელ ი. ღ-ის განცხადების გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.