ა-ვ-169-ა-11-09 1 ივლისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ბ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2008 წლის 23 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ე. ბ-ძის წარმომადგენლის გ. ბ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
გ. ბ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეტა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით გ. ბ-ძეს დაევალა განჩინების ასლი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 8 აპრილს გ. ბ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 5 დღით.
უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით გ. ბ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.
2009 წლის 15 მაისს გ. ბ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება.
უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განჩინებით გ. ბ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.
აღნიშნული განჩინების ასლი განმცხადებელს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2009 წლის 8 ივნისს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 15 ივნისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ბ-ძის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.