ა-885-ა-14-09 11 ივნისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე: რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. ბ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 აპრილის განჩინებით განცხადების ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
საკასაციო პალატის 2009 წლის 20 მაისის განჩინებით ე. ბ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი განცხადების ავტორს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის განჩინება ე. ბ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 26 მაისს (ს.ფ.23). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში განცხადების ავტორმა ხარვეზი არ გამოასწორა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
მოცემულ შემთხვევაში ე. ბ-ძემ არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.