Facebook Twitter

¹ა-777-აღ-01-09 19 ივნისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი(თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. და მ. მ-ძეების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 მაისის ¹3 განკარგულების გაუქმების თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 13 აპრილს ნ. და მ. მ-ძეებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მოითხოვეს მათი სარჩელით აღძრულ საქმეზე, მოპასუხეების დ. და მ. მ-ძეების მიმართ საცხოვრებელ ბინაზე მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 21 მარტს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 მაისის ¹3 განკარგულების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოში განცხადების განხილვისას, სასამართლო სხდომაზე ნ. და მ. მ-ძეების წარმომადგენელმა რ. პ-ავამ და დაინტერესებული მხარის _ ბ. ა-ძის წარმომადგენელმა დ. ა-ძემ განცხადებით მომართეს სასამართლოს და აღნიშნეს, რომ ქ. თბილისში, ... გამზირის ¹11-ში მდებარე ¹215 სადავო ბინაზე, რომელიც აღრიცხულია 2007 წელს გარდაცვლილ დ. მ-ძის სახელზე, სამემკვიდრეო დავა მიმდინარეობდა მ., ნ. და მ. მ-ძეებსა და დ. მ-ძის შვილებს _ ი. და ა. მ-ძეებს შორის. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით მითითებულ მხარეებს შორის აღნიშნულ საქმეზე მორიგება დამტკიცდა, შესაბამისად, მ. და ნ. მ-ძეების განცხადების განხილვამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 მაისის ¹3 განკარგულების გაუქმების თაობაზე დაკარგა აზრი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, განმცხადებლებმა უარი განაცხადეს განცხადების განხილვაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ ნ. და მ. მ-ძეების წარმომადგენელ რ. პ-ავასა და დაინტერესებული მხარის _ ბ. ა-ძის წარმომადგენელ დ. ა-ძის განცხადება ნ. და მ. მ-ძეების 2009 წლის 13 აპრილის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილედეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტას საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომიდნარე პირის უფლება განკარგოს თავისი უფლებები. მოსარჩელე სარჩელზე უარის თქმით განკარგავს თავის უფლებას, რის გამოც სასამართლომ უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება, რადგან აღარ არსებობს დავის საგანი, რომლის მიმართ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, ნ. და მ. მ-ძეების წარმომადგენელმა რ. პ-ავამ და დაინტერესებული მხარის _ ბ. ა-ძის წარმომადგენელმა დ. ა-ძემ განკარგულების გაუქმების შესახებ განცხადებაზე უარის თქმით მოახდინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ რ. პ-ავასა და დ. ა-ძის მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს განცხადების განხილვის წარმოება.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. და მ. მ-ძეების წარმომადგენელ რ. პ-ავასა და დაინტერესებული მხარის _ ბ. ა-ძის წარმომადგენელ დ. ა-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 მაისის ¹3 განკარგულების გაუქმებასთან დაკავშირებით ნ. და მ. მ-ძეების განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილედეს;

ნ. და მ. მ-ძეების განცხადებაზე შეწყდეს საქმის წარმოება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;