Facebook Twitter

ვ-852-ა-23-09 19 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა მოსამართლე

თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ც. მ-ელი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “საქართველოს რკინიგზის” ფილიალი, “თბილისის სალოკომოტივო დეპო”

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 12 თებერვლისა და 15 დეკემბრის განჩინებები

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 12 თებერვლისა და 15 დეკემბრის განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით განცხადების ავტორს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, დაევალა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს განჩინების ბათილად ცნობა და იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის 1 თვიანი საპროცესო ვადა.

2009 წლის 5 ოქტომბერს ც. მ-ელმა წარმოადგინა განცხადება, რომელშიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმას, რომ განჩინება გამოტანილია საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, მის დაუსწრებლად, ხოლო 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობას კი – ვინაიდან განჩინება გამოტანილ იქნა იმავე მოსამართლეების მიერ, რომლებიც საქმეს იხილავდნენ 2004 წლის 12 თებერვლის განჩინების მიღებისას. რაც შეეხება განცხადების ვადის დაცვით შეტანის თაობაზე განმცხადებელმა არაფერი აღნიშნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ც. მ-ელის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით განცხადების ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 დღიანი ვადა, კერძოდ, დაევალა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს განჩინების ბათილად ცნობა და იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის 1 თვიანი საპროცესო ვადა.

განცხადების ავტორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, კერძოდ მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მითხოვნათა შესაბამისად, რომ დაცულია განცხადების შეტანის 1 თვიანი საპროცესო ვადა. რაც შეეხება განმცხადებლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ განჩინება გამოტანილია საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, მის დაუსწრებლად, ხოლო 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობას კი – ვინაიდან განჩინება გამოტანილ იქნა იმავე მოსამართლეების მიერ, რომლებიც საქმეს იხილავდნენ 2004 წლის 12 თებერვლის განჩინების მიღებისას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასულია ამ საფუძვლებით განჩინებების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების შეტანის ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 12 თებერვლისა და 15 დეკემბრის განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო განუხილველი უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 426-ე, 427-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. მ-ელის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 12 თებერვლისა და 15 დეკემბრის განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრედება.