Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №704აპ-17 ქ. თბილისი

ც-ი დ., 704აპ-17 11 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს, მსჯავრდებულების - ვ. შ-სა და გ. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:

ბ. დ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

გ. ა-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

ვ. შ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა 2015 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

დ. ც-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

გ. გ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულების - ბ. დ-ს, ვ. შ-ს, გ.გ-ს, დ. ც-სა და გ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით ბ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. ასევე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 9 იანვრიდან.

2015 წლის ოქტომბერში ქ. ….., ….. ქ.N…..-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის N….. დაწესებულების ….. საცხოვრებელი კორპუსის N….. საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ბ. დ-მ ისარგებლა აკრძალული საგნით - ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინით“, რომლის მოხმარებაც დაუდგინდა ლ. ს-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს - ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური 2015 წლის 12 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის განაჩენით ვ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 30 სექტემბრიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2015 წლის ოქტომბერში ქ. ….., …..ქ.N…..-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის N…..დაწესებულების ….. საცხოვრებელი კორპუსის N….. საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ვ. შ-მ ისარგებლა აკრძალული საგნით - ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინით“, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოტროპული ნივთიერება ,,დიაზეპამითა“ და ,,ფენობარბიტალით“, რომელთა მოხმარებაც დაუდგინდა ლ. ს-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 ნოემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 7 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განაჩენებში გ. გ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

2015 წლის ოქტომბერში, ქ. ….., ….. ქ.N…..-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის N….. დაწესებულების ….. საცხოვრებელი კორპუსის N….. საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ. გ-მ ისარგებლა აკრძალული საგნით - ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინით“, რომლის მოხმარებაც დაუდგინდა ლ. ს-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 ნოემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენი დ. ც-ს მიმართ დარჩა უცვლელად. დ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 23 აგვისტოდან.

2015 წლის ოქტომბერში ქ. ….., ….. ქ.N…..-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის N….. დაწესებულების ….. საცხოვრებელი კორპუსის N….. საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა დ. ც-მ ისარგებლა აკრძალული საგნით - ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინით“, რომლის მოხმარებაც დაუდგინდა ლ. ს-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 ნოემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 24 იანვრიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ა-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (მოქმედი რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

2015 წლის ოქტომბერში ქ. ….., ….. ქ.N…..-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის N….. დაწესებულების …… საცხოვრებელი კორპუსის N….. საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ. ა-მ ისარგებლა აკრძალული საგნით - ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინით“ და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოტროპული ნივთიერება ,,ფენობარბიტალით“, რომლის მოხმარებაც დაუდგინდა ლ. ს-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 ნოემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილებების შეტანას მსჯავრდებულების - დ. ც-ს, გ. გ-ს, ვ. შ-ს, ბ. დ-სა და გ. ა-ს მიმართ.

მსჯავრდებული გ. ა-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

მსჯავრდებულ დ. ც-ს ინტერესების დამცველი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას; ალტერნატიული მოთხოვნის სახით - ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში.

მსჯავრდებული ვ. შ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ბ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ოქტომბრის /თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის/ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

ვ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

დ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2016 წლის 22 დეკემბრიდან.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულების - ბ. დ-ს, ვ. შ-ს, გ. გ-ს, დ. ც-სა და გ. ა-ს მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნით სარგებლობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების - თ. შ-ს, თ. გ-ს, ო. ყ-ს, ვ. ც-ს, ვ. ჯ-ს, ბ. დ-ს, შ. მ-ს, შ. მ-ს, მ. ბ-ს, დ. დ-ს, დ. გ-ს ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, უფლება-მოვალეობების გაცნობის ოქმები.

დაცვის მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ ვ. შ-ს, გ. გ-ს, დ. ც-სა და გ. ა-ს არ ჩაუდენიათ მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედება, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ პატიმრობის კოდექსის მიხედვით, იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულს, განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი დაწესებულების დებულება. იგი ასევე შეიცავს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელთა შენახვა, ტარება და სარგებლობა ეკრძალებათ მსჯავრდებულებს. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულებს - ბ. დ-ს, ვ. შ-ს, გ. გ-ს, დ. ც-სა და გ. ა-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანისას გააცნეს დებულება აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის თაობაზე. 2015 წლის ოქტომბერში კი ხუთივე მსჯავრდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა აკრძალული ნივთიერებით - ნარკოტიკული საშუალებით - სარგებლობის ფაქტი.

როგორც მსჯავრდებულები - გ. ა-ი, ვ. შ-ი და მსჯავრდებულ დ. ც-ს ადვოკატი ვ. მ-ი განმარტავენ, არ არის დადგენილი, როგორ მოხვდა ნარკოტიკული საშუალება ციხეში, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებაც არ არის დაწყებული, რაც ადასტურებს მსჯავრდებულების უდანაშაულობას. ეს განმარტება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან ფაქტზე გამოძიების დაწყება- არდაწყება არც გამორიცხავს და არც ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სსკ-ის 378²-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

ასევე, მსჯავრდებულ დ. ც-ს ადვოკატი განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ ნარკოტიკის ორგანიზმში არსებობის ფაქტს, თუმცა არ არის დადგენილი, რომ აღნიშნული წარმოადგენს მსჯავრდებულის ნებელობითი მოქმედების შედეგს, რისი მტკიცების ტვირთიც აკისრია ბრალდების მხარეს. აღნიშნული სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ც-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინით“ სარგებლობის ფაქტი. დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია და ასევე, არ გამოკვლეულა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მსჯავრდებულის მიერ განხორცილებული მოქმედების ნებელობას საეჭვოს გახდიდა.

ხოლო რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. შ-ს განმარტებას იმის შესახებ, რომ ის არის ….. მოქალაქე, არ იცის ქართული ენა მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აეხსნათ მისი უფლება-მოვალეობები, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როგორც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, ვ. შ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე გააცნეს მისი უფლება-მოვალეობები და ამ პროცედურას ესწრებოდა ….. ენის თარჯიმანი, კერძოდ: მოწმე ვ. ც-ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის N….. დაწესებულებაში. დაწესებულებაში მიყვანილ პატიმარს თანამშრომელი განუმარტავს იმ ნივთების თაობაზე, გამოყენებაც და მოხმარებაც აკრძალულია პატიმრისთვის. 2014 წლის 2 ოქტომბერს მან და ….. ენის მცოდნე თარჯიმანმა გააცნეს ვ. შ-ს აკრძალული ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი. აღნიშნული მოწმის ჩვენების სისწორე დასტურდება ასევე მსჯავრდებულისათვის საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობის შესახებ ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ როგორც თვითონ მსჯავრდებული ვ. შ-ი, ასევე - თარჯიმანი ა. შ-ი და მორიგე ინსპექტორი ვ. ც-ი. შესაბამისად, დაცვის მხარის მითითება მოწმე დ. გ-ს ჩვენებაზე, სადაც ის განმარტავს, რომ აკრძალული ნივთების შესახებ მინისტრის ბრძანება მხოლოდ ქართულ ენაზეა გამოკრული, გავლენას არ ახდენს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ ვ. შ-თვის ციხეში შესახლებისთანავე იყო ცნობილი იმ აკრძალული ნივთების ჩამონათვალის თაობაზე, რომელთა შენახვა, ტარება და სარგებლობა ეკრძალებათ მსჯავრდებულებს.

მსჯავრდებულ ვ. შ-ს დამცველი აღნიშნავს, რომ კვლევის ჩატარებისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უფლება, რადგან ბიოლოგიური მასალის - შარდის აღების პროცედურას ესწრებოდა ექსპერტი ე. გ-ე, როგორც მან თავად განმარტა. დაცვის მხარის განმარტება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი პირი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მხოლოდ მსჯავრდებულ ბ. დ-ს მიმართ და განმარტა, რომ ვინაიდან მსჯავრდებულ ბ. დ-ს წინა განაჩენით /ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენი/ დანიშნული ჰქონდა პირობითი მსჯავრი 3 წლით, აღნიშნული უნდა აისახოს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულების - გ. გ-სა და გ. ა-თვის დანიშნულ სასჯელებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ამ მსჯავრდებულთა სასჯელების დამძიმების საფუძველი, ვინაიდან ეს სასჯელები არ არის ზედმეტად ლმობიერი.

ამასთან, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ ვ. შ-სა და დ. ც-ს უზენაესმა სასამართლომ შეუმცირათ სასჯელის ზომა, რამაც ასახვა უნდა ჰპოვოს მათ მიმართ დადგენილი სასჯელის ზომაზეც, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. შ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ვ. შ-ი გამართლდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობაში. ვ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ დ. ც-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. ც-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მ, მსჯავრდებულებმა - ვ. შ-მ და გ. ა-მ.

მსჯავრდებული დ. ც-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და დ. ც-ს გამართლებას ან სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებული ვ. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

მსჯავრდებული გ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების - ვ. შ-ს, დ. ც-სა და გ. ა-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, კასატორები არ უთითებენ.

10. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,გადაწყვეტილება საქმეზე ,,გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

11. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მსჯავრდებულების - ვ. შ-ს, დ. ც-სა და გ. ა-ს ბრალეულობის თაობაზე, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებას, დაცვის მხარის არგუმენტებზე განმეორებით მსჯელობის მიზნით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს, მსჯავრდებულების - ვ. შ-სა და გ. ა-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი