Facebook Twitter

¹ ა-220-ბ-22-07 20 აპრილი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ქუთაისის ¹... სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი ე. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ი. ს-სა და ნ. ნ-ს შორის დადებული 2003 წლის 29 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება; გაუქმდა ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის, ქუთაისის ... სამმართველოს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹91-ში მდებარე სახლის ნ. ნ-ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე და სადავო სახლი აღირიცხა ი. ს-ის სახელზე; ნ. ნ-სა და ი. ს-ს სოლიდარულად დაეკისრათ ნ. ე-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 37 ლარის გადახდა.

2007 წლის 2 თებერვალს ქუთაისის ¹... სანოტარო ბიუროს ნოტარიუსმა ე. გ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მან საერთოდ არ იცოდა, რომ უზენაეს სასამართლოში იხილება საქმე, რომელშიც იგი წარმოადგენს მხარეს, მას არ ჩაბარებია საკასაციო საჩივრის ასლი, სასამართლომ მას არ აცნობა სასამართლოს სხდომის დრო და ადგილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, და თვლის, რომ ქუთაისის ¹... სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის _ ე. გ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნეს ცნობილი უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძლაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეში ქუთაისის ¹... სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი ე. გ-ი წარმოადგენდა მხარეს, მაგრამ მას არ ჩაბარებია საკასაციო საჩივრის ასლი, ასევე იგი არ იყო მოწვეული საქმის საკასაციო განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლოს საქმის ზეპირი განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ, მას შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. მხარეებს უნდა ეცნობოთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, საქმის წარმოება უნდა განახლდეს და ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათილად იქნეს ცნობილი უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და საქმის საკასაციო წარმოება განახლდეს;

საქმის განხილვა დაინიშნოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.