Facebook Twitter

ა-1013-შ-42-07 8 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ლ. კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარეები მოითხოვენ – გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. კ-მა სარჩელი აღძრა გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოში ლ. პ-ის მიმართ განქორწინების შესახებ.

გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. კ-ს სარჩელი და მხარეები განქორწინდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები დაქორწინდნენ 2002 წლის 4 აპრილს, რომლებიც ერთ წელზე მეტია ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არ სურთ ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა, ასევე ქმარი ლ. პ-ი თანახმაა განქორწინებაზე.

გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოცემული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 21 ივლისს.

ლ. კ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. კ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ლ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლეო პაქჰოიზერის მიმართ განქორწინების შესახებ.

გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. კ-ს სარჩელი და მხარეები განქორწინდნენ.

გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1565 პარაგრაფის შესაბამისად სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, რომლებიც თანახმანი არიან განქორწინებაზე. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რაომ გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 21 ივლისს.

ლ. კ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. კ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს გერმანიის გუთერსლოოს საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ლ. პ-ის მიმართ და მხარეები განქორწინდნენ.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.