ა-1020-შ-39-07 30 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საკასაციო პალატამ სხდომის მდივან ეკატერინე ხაჩიძის მონაწილეობით განიხილა შპს „ .. ..“ წარმომადგენელი გ. უ-ს შუამდგომლობა და თანდართული მასალები რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, შპს „.. ..“ სარჩელის გამო მოპასუხე შპს „მ...ის“ მიმართ თანხის გადახდევინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ .. ..“ და შპს „მ...ს“ შორის 2004 წლის 4 ივნისს გაფორმდა ¹... ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების 2004 წლის 28 ივნისის ¹1 დამატებითი შეთანხმების თანახმად საქონლის ღირებულების გადახდა წარმოებს საქონლის დანიშნულების პუნქტში მიტანის მომენტიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ დამატებითი შეთანხმების მეორე პუნქტით განსაზღვრულია მოსარჩელის ახალი საბანკო რეკვიზიტები. 2005 წლის 8 თებერვლამდე მოპასუხემ თავისი ვალდებულებები შეასრულა ნაწილობრივ, მიღებული საქონლის საზღაური 125 325 აშშ დოლარი გადაიხადა ახალ საბანკო რეკვიზიტებზე. გადასახდელი დარჩა 99 361 აშშ დოლარი.
შპს „ .. ..“ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „მ...ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დარჩენილი თანხის – 99 361 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ შპს „ .. ..“ სასარგებლოდ დაეკისრა გადასახდელი ვალი 99361 აშშ დოლარის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟი 25 338,40 რუბლის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 6 ოქტომბერს.
ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 2005 წლის 11 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი ¹... .
შპს „ .. ..“ წარმომადგენელმა გ. უ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განჩინებით შპს “ .. ..” წარმომადგენელი გ. უ-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო რა შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, თვლის, რომ შპს “ .. ..” წარმომადგენელი გ. უ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ შპს „ .. ..“ სასარგებლოდ დაეკისრა გადასახდელი ვალი 99361 აშშ დოლარის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟი 25 338,40 რუბლის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 6 ოქტომბერს.
ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 2005 წლის 11 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი ¹... .
საკასაციო პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ .. ..” წარმომადგენელი გ. უ-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ...ს“ შპს „ .. ..“ სასარგებლოდ დაეკისრა გადასახდელი ვალი 99361 აშშ დოლარის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟი 25 338,40 რუბლის ოდენობით, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება