¹ა-1070-შ-28-08 15 სექტემბერი, 2008 ჭ-ი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ა-ანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის, ტავუშის გუბერნიის საერთო უფლებამოსილების სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადატურების მოთხოვნის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნა წ ი ლ ი :
ა. ა-ანმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადასტურება იმისა, რომ სირუმ ლევონის ასულ ბ-იანის (ა-იანის) სახელზე გაცემული ქორწინების მოწმობა ეკუთვნის მას – ა. ა-ანს.
მისი განმარტებით, 1934 წლის 11 ივნისს დაიბადა შამშადინის რაიონის სოფელ მოვსესში და დაბადების მოწმობაში უწერია ა. ბ-იანი. 1956 წლის 18 აპრილს რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა აშ. ა-ანთან და მიეკუთვნა გვარი ა-იანი. ამჟამად პასპორტის მიხედვით სახელი და გვარი უწერია ა. ა-ანი. ახლობლებში მას იხსენიებდნენ სახელით “ს-ა”, რის შედეგადაც ქორწინების მოწმობაში მისი სახელი ჩაიწერა “ს-ა”. შეცდომის გასწორების მიზნით მიმართა მმაჩის განყოფილებას, მაგრამ სიტყვიერი უარი მიიღო.
სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის გუბერნიის საერთო უფლებამოსილების სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. დადასტურდა, რომ ს. ლ-ის ასულ ბ-იანის (ა-იანის) სახელზე 1961 წლის 17 ივნისს გაცემული ¹057046 ქორწინების მოწმობა ეკუთვნის ა. ლ-ის ასულ ა-იანს.
ა. ა-ანმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის გუბერნიის საერთო უფლებამოსილების სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით ა. ა-ანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის გუბერნიის საერთო უფლებამოსილების სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო შუამდგომლობას სა თანდართულ მასალებს და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის მიხედვით. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა.
ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას მიეკუთვნება.
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა აქტების შეცვლის კომპეტენცია სხვა სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს არ გააჩნიათ. ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ან მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ა-ანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის გუბერნიის საერთო უფლებამოსილების სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.