საქმე # 010100117002148188
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№140აპ-18 თბილისი
მ-ი მ- 140აპ-18 1 აგვისტო, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების – მ. მ-ის, ი. ხ-ა და შ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ზ-ს, გ. თ--ა და ს. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით შ. შ-ი, – დაბადებული 1----–-– ნასამართლობის არმქონე; მ. მ-ი, – დაბადებული 1----–-- ნასამართლობის არმქონე და ი------- ხ--–--–ი, – დაბადებული 1----–-–-, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2017 წლის 9 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. შ-მა, მ. მ-მა და ი. ხ-მა ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 06:30 საათზე, ბ-ს სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები – შ. შ-ი, მ. მ-ი და ი. ხ-ი ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე №--- სასაზღვრო ნიშნის რაიონში, შეეცადნენ, ჯგუფურად, უკანონოდ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამ გზით არალეგალურად გადასულიყვნენ თ-ს რესპუბლიკაში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით ადვოკატები: მ. ზ-ე, გ. თ-ე და ს. კ-ე ითხოვენ მსჯავრდებულების – მ. მ-ის, ი. ხ-ა და შ. შ-ისათვის დანიშნული სასჯელების შემცირებას იმ საფუძვლებით, რომ მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რომელიც გამოწვეული იყო მსჯავრდებულთა ოჯახების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით; მათ ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა; ამასთან, მსჯავრდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი მიქაილ ქობულაძე შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – მ. მ-ის, ი. ხ-ა და შ. შ-ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელების – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას, პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები, რომელთა კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების – მ. მ-ის, ი. ხ-ა და შ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ზ-ს, გ. თ-ა და ს. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი