ა-1102-შ-31-08 15 სექტემბერი, 2008
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჟ. ს-სკის შუამდგომლობის ცნობის საკითხი გერმანიის, შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სამეურვეო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ი. ჰ. ს-სკის მიერ გ. ს-სკის შვილად აყვანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბავშვი – გ. ს-სკი ყოფილი ა-ოვი დაიბადა 19..... წლის ........ დეკემბერს საქართველოში, თბილისში, მისი დედაა ჟ. ს-სკი ქალიშვილობის გვარი კ-ანი, ხოლო მამა კ. ა-ოვი. ბავშვის დაბადების შემდეგ, ჟ. ს-სკი საცხოვრებლად გადავიდა ბავშვის ბიოლოგიურ მამასთან კ. ა-ოვთან და დაქორწინდა მასზე 1993 წლის ივნისში. მათი ქორწინება შეწყდა 1995 წლის 3 ივლისს, ხოლო ბავშვის გ. ს-სკის მზრუნველობა თავის თავზე აიღო ჟ. ს-სკმა.
გ. ს-სკის დედა ჟ. ს-სკი და მშვილებელი ი. ჰ. ს-სკი დაქორწინდნენ 1996 წლის 23 აგვისტოს. ამ ქორწინებიდან მათ 1997 წლის 6 სექტემბერს შეეძინათ ვაჟი ი. ვ.
მშვილებელმა 1998 წლის 14 ოქტომბერს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადების საფუძველზე განაცხადა, რომ ბავშვი გ. ს-სკი გახდეს მისი შვილი და რომ გადავიდეს მშვილებლის გვარზე “ს-სკი”.
გერმანიის, შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სამეურვეო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
ქართველი ბავშვის - გ. ს-სკის (ყოფილი ა-ოვი) შვილად აყვანა გერმანელი მშვილებელის ი. ჰ. ს-სკის მიერ ექვემდებარება გერმანიის სამართლის სამოქალაქო კოდექსის შესავალი კანონის მ. 22, გვ.2, მ. 14 ნაწ. I, ნრ. 2 და დამატებით შვილად ასაყვანის საქართველოს მოქალაქის უფლების სამართლის სამოქალაქო კოდექსის შესავალი კანონის ფარგლებში მ. 23, გვ.1, რითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის §1253 და §1255 თანახმად, მოთხოვნილ იქნა მზრუნველობის უფლების მქონე ბავშვის დედის თანხმობა, იმ დროს, როცა ბიოლოგიური მამის თანხმობის განცხადების განხილვა საჭიროდ არ მიიჩნევა, რადგან მას მამობის უფლება ერთ წელზე მეტი ხნის წინ ჩამოერთვა (უარი ეთქვა მამობაზე).
გერმანიის მოქმედი სამართლის მიხედვით აღსრულებულია შვილად აყვანის პირობები, რომლებიც გერმანიის სამოქალაქო კოდექსით §1741, 1752 არის გათვალისწინებული, რომ გ. ს-სკი გახდეს ი. ჰ. ს-სკის შვილი. გერმანიის შვილად აყვანის დებულების მიხედვით აუცილებელი განცხადებები შესრულებულია შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სასამართლოს-სამეურვეო სასამართლოს ფორმის მიხედვით და ამით ძალაში შევიდა, მშვილებელის შვილად აყვანის განცხადება გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1752 თანახმად და თანახმად ქ-ნ ჟ. ა-ის ასულ ს-სკის, ქალიშვილობის გვარი კ-იანი, როგორც კანონიერი წარმომადგენლისა და ბავშვის დედის თანხმობის განცხადებისა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §§1746, ნაწ. I, გვ.I და 2, §1747, ნაწ. 1, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის §1254 და 1255 (შეად. შვებიშ გმიუნდის ნოტარიუს რ. ი-ის მიერ 14.1.2002 წ. სააქტო ნრ. 64/2002, ფ. 71/72 დამოწმებული განცხადება) თანახმად, ისევე როგორც მშვილებელის მეუღლე, თანახმად გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1749, მ. 1 გვ. 1 (შეად. შვებიშ გმიუნდის ნოტარიუსის შემცვლელის ნ. ლ-ის მიერ 14.10.1998 წ. სააქტო რეესტრით ნრ. 2516/1998, ფ. 2/3 დამოწმებული განცხადება). ასევე წარმოდგენილია შვილად ასაყვანის ბიოლოგიური მამის _ კ. ა-ოვის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა (შეად. ქ.თბილისის სახელმწიფო ნოტარიატის სახელმწიფო ნოტარიუსის გ-ძის მიერ 15.3.2000 წ. რეესტრით 1-238 დამოწმებული განცხადება. ფ. 45 და 46).
ასევე შვილად აყვანის დანარჩენი პირობები (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §§1741, მ. I გვ. I და მ. 2, გვ. 3, 1743 გვ. I, 1744, 1745) შესრულებულია. შვილად აყვანა ემსახურება ბავშვის კეთილდღეობას.
არასრულწლოვნების საქმეთა რაიონული სამმართველოს - ოსტალბკრაისის საოლქო სამმართველოს დადგენილების თანახმად, ბავშვი - გ. ს-სკი გარდა ი. ჰ. ს-სკისა, სხვას მამად არ ცნობს, ასევე არასრულწლოვნების საქმეთა რაიონული სამმართველოს _ ოსტალბკრაისის საოლქო სასამართლოს თანამშრომლის ქ-ნ ბიოლტცის შეტყობინების თანახმად, რომ გ.ს სხვა მამაც ჰყავს, რაზეც მის შესახებ მამინაცვლის მონაყოლზე ბავშვის გულგრილობაც მოწმობს, მისი 9.10.2000 წ. სამშობლოში სტუმრობისას. მისი ავადმყოფობისას (გ. 1999 წლის აგვისტოდან ავად იყო ლიმფური ჯირკვლის კიბოთი) და მისი შემდგომი მკურნალობისას _ მის მამინაცვალში, მშვილებელ ი. ჰ. ს-სკისში, მან საიმედო ადამიანი ჰპოვა. მან განიცადა უსაფრთხოებისა და მამა-შვილური ღრმა ურთიერთობის გრძნობა, რაშიც 22.2.2001 წ. სამეურვეო სასამართლო მშვილებელის, შვილად ასაყვანისა და ბავშვის დედის მოსმენისას დარწმუნდა:
მშვილებელს _ ი. ჰ. ს-სკის აქვს სურვილი შვილად ასაყვანის გ. ს-სკის თანასწორობა მშვილებელისა და შვილად ასაყვანის დედის საერთო შვილთან _ ი. ვ. ს-სკისთან. არასრულწლოვნების საქმეთა რაიონული სამმართველოს _ ოსტალბკრაისის საოლქო სამმართველოს შეტყობინების თანახმად, გ. და ი. ვ. დედმამიშვილებივით იზრდებიან, ისინი კამათობენ და რიგდებიან და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ. თვითონ გ. თავს გრძნობს მამინაცვლისაგან აღიარებულად და გრძნობს მის სიყვარულს.
მშვილებელის სრულწლოვან ქალიშვილს პირველი ქორწინებიდან, ქალბატონ ქ. ვ. ს-სკის 22.12.2001 წ. თავისი, შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სასამართლოს-სამეურვეო სასამართლოს საქმის განხილვაზე შემოსული წერილობითი გამოხმაურების თანახმად, პროტესტი არ წამოუყენებია მამის მიერ გ. ს-სკის შვილად აყვანის განზრახვის თაობაზე, ასე, რომ აქედან გამომდინარე, მშვილებელის ბავშვების ინტერესები შვილად აყვანას არ ეწინააღმდეგება (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1745).
აქედან გამომდინარე, შვილად აყვანა მოხდა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §§1741 ნაწ. I და ნაწ. 2, გვ.3, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1752 ნაწ. I, მოქმედი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1754 ნაწ. I და ნაწ. 3, 1755 ნაწ. I და ნაწ. 2 თანახმად.
შვილად ასაყვანი-როგორც მას მანამდე შესთავაზეს-მშვილებელის გვარის „ს-სკის“ მისაღებად (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1757, ნაწ 1, გვ. 1) წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღარ საჭიროებდა სპეციალურ დამტკიცებას, მას შემდეგ, რაც 22.7.1999 წ. გამოითქვა გვარის შესაბამისი შეცვლის სურვილი და 23.7.1999 წ. ქალაქ თბილისის მმაჩის არქივში მოხდა მისი რეგისტრაცია
ჟ. ს-სკმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, გერმანიის, შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სამეურვეო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ჟ. ს-სკის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის, შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სამეურვეო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია ი. ჰ. ს-სკის მიერ გ. ს-სკის შვილად აიყვანის ფაქტი .
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის, შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სამეურვეო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჟ. ს-სკის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
გერმანიის, შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სამეურვეო სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას შემდეგი პირობებით:
ქართველი ბავშვის - გ. ს-სკის (ყოფილი ა-ოვი) შვილად აყვანა გერმანელი მშვილებელის ი. ჰ. ს-სკის მიერ ექვემდებარება გერმანიის სამართლის სამოქალაქო კოდექსის შესავალი კანონის მ. 22, გვ.2, მ. 14 ნაწ. I, ნრ. 2 და დამატებით შვილად ასაყვანის საქართველოს მოქალაქის უფლების სამართლის სამოქალაქო კოდექსის შესავალი კანონის ფარგლებში მ. 23, გვ.1, რითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის §1253 და §1255 თანახმად, მოთხოვნილ იქნა მზრუნველობის უფლების მქონე ბავშვის დედის თანხმობა, იმ დროს, როცა ბიოლოგიური მამის თანხმობის განცხადების განხილვა საჭიროდ არ მიიჩნევა, რადგან მას მამობის უფლება ერთ წელზე მეტი ხნის წინ ჩამოერთვა (უარი ეთქვა მამობაზე).
გერმანიის მოქმედი სამართლის მიხედვით აღსრულებულია შვილად აყვანის პირობები, რომლებიც გერმანიის სამოქალაქო კოდექსით §1741, 1752 არის გათვალისწინებული, რომ გ. ს-სკი გახდეს ი. ჰ. ს-სკის შვილი. გერმანიის შვილად აყვანის დებულების მიხედვით აუცილებელი განცხადებები შესრულებულია შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სასამართლოს-სამეურვეო სასამართლოს ფორმის მიხედვით და ამით ძალაში შევიდა, მშვილებელის შვილად აყვანის განცხადება გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1752 თანახმად და თანახმად ქ-ნ ჟ. ა-ის ასულ ს-სკის, ქალიშვილობის გვარი კ-იანი, როგორც კანონიერი წარმომადგენლისა და ბავშვის დედის თანხმობის განცხადებისა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §§1746, ნაწ. I, გვ.I და 2, §1747, ნაწ. 1, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის §1254 და 1255 (შეად. შვებიშ გმიუნდის ნოტარიუს რ. ი-ის მიერ 14.1.2002 წ. სააქტო ნრ. 64/2002, ფ. 71/72 დამოწმებული განცხადება) თანახმად, ისევე როგორც მშვილებელის მეუღლე, თანახმად გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1749, მ. 1 გვ. 1 (შეად. შვებიშ გმიუნდის ნოტარიუსის შემცვლელის ნ. ლ-ის მიერ 14.10.1998 წ. სააქტო რეესტრით ნრ. 2516/1998, ფ. 2/3 დამოწმებული განცხადება). ასევე წარმოდგენილია შვილად ასაყვანის ბიოლოგიური მამის _ კ. ა-ოვის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა (შეად. ქ.თბილისის სახელმწიფო ნოტარიატის სახელმწიფო ნოტარიუსის გუჩიძის მიერ 15.3.2000 წ. რეესტრით 1-238 დამოწმებული განცხადება. ფ. 45 და 46).
ასევე შვილად აყვანის დანარჩენი პირობები (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §§1741, მ. I გვ. I და მ. 2, გვ. 3, 1743 გვ. I, 1744, 1745) შესრულებულია. შვილად აყვანა ემსახურება ბავშვის კეთილდღეობას.
არასრულწლოვნების საქმეთა რაიონული სამმართველოს _ ოსტალბკრაისის საოლქო სამმართველოს დადგენილების თანახმად, ბავშვი _ გ. ს-სკი გარდა ი. ჰ. ს-სკისა, სხვას მამად არ ცნობს, ასევე არასრულწლოვნების საქმეთა რაიონული სამმართველოს _ ოსტალბკრაისის საოლქო სასამართლოს თანამშრომლის ქ-ნ ბიოლტცის შეტყობინების თანახმად, რომ გ.-ის სხვა მამაც ჰყავს, რაზეც მის შესახებ მამინაცვლის მონაყოლზე ბავშვის გულგრილობაც მოწმობს, მისი 9.10.2000 წ. სამშობლოში სტუმრობისას. მისი ავადმყოფობისას (გ. 1999 წლის აგვისტოდან ავად იყო ლიმფური ჯირკვლის კიბოთი) და მისი შემდგომი მკურნალობისას _ მის მამინაცვალში, მშვილებელ ი. ჰ. ს-სკისში, მან საიმედო ადამიანი ჰპოვა. მან განიცადა უსაფრთხოებისა და მამა-შვილური ღრმა ურთიერთობის გრძნობა, რაშიც 22.2.2001 წ. სამეურვეო სასამართლო მშვილებელის, შვილად ასაყვანისა და ბავშვის დედის მოსმენისას დარწმუნდა:
მშვილებელს _ ი. ჰ. ს-სკის აქვს სურვილი შვილად ასაყვანის გ. ს-სკის თანასწორობა მშვილებელისა და შვილად ასაყვანის დედის საერთო შვილთან _ ი. ვ. ს-სკისთან. არასრულწლოვნების საქმეთა რაიონული სამმართველოს _ ოსტალბკრაისის საოლქო სამმართველოს შეტყობინების თანახმად, გ. და ი. ვ. დედმამიშვილებივით იზრდებიან, ისინი კამათობენ და რიგდებიან და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ. თვითონ გ. თავს გრძნობს მამინაცვლისაგან აღიარებულად და გრძნობს მის სიყვარულს.
მშვილებელის სრულწლოვან ქალიშვილს პირველი ქორწინებიდან, ქალბატონ ქ. ვ. ს-სკის 22.12.2001 წ. თავისი, შვებიშ გმიუნდის ქვედა ინსტანციის სასამართლოს-სამეურვეო სასამართლოს საქმის განხილვაზე შემოსული წერილობითი გამოხმაურების თანახმად, პროტესტი არ წამოუყენებია მამის მიერ გ. ს-სკის შვილად აყვანის განზრახვის თაობაზე, ასე, რომ აქედან გამომდინარე, მშვილებელის ბავშვების ინტერესები შვილად აყვანას არ ეწინააღმდეგება (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1745).
აქედან გამომდინარე, შვილად აყვანა მოხდა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1741 ნაწ. I და ნაწ. 2, გვ.3, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1752 ნაწ. I, მოქმედი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1754 ნაწ. I და ნაწ. 3, 1755 ნაწ. I და ნაწ. 2 თანახმად.
შვილად ასაყვანი-როგორც მას მანამდე შესთავაზეს-მშვილებელის გვარის „ს-სკის“ მისაღებად (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §1757, ნაწ 1, გვ. 1) წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღარ საჭიროებდა სპეციალურ დამტკიცებას, მას შემდეგ, რაც 22.7.1999 წ. გამოითქვა გვარის შესაბამისი შეცვლის სურვილი და 23.7.1999 წ. ქალაქ თბილისის მმაჩის არქივში მოხდა მისი რეგისტრაცია
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.