საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ა-114-შ-14- 08 13 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ც-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ს. მ-უელ და კ. დ-სის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ქ.ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით დანიაში ქ.ჰადერსლევის მმაჩის ბიუროში თ. ც-შვილსა და 2003 წლის 14 ნოემბერს ს. მ-უელ და კ. დ-სს შორის რეგისტრირებული ქორწინება ¹4528/2003 შეწყდა.
თ. ც-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით თ. ც-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ც-შვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ქ.ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით დანიაში ქ.ჰადერსლევის მმაჩის ბიუროში თ. ც-შვილსა და 2003 წლის 14 ნოემბერს ს. მ-უელ და კ. დ-სს შორის რეგისტრირებული ქორწინება ¹4528/2003 შეწყდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ.ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ც-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გერმანიის ქ.ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დანიაში ქ.ჰადერსლევის მმაჩის ბიუროში თ. ც-შვილსა და 2003 წლის 14 ნოემბერს ს. მ-უელ და კ. დ-სს შორის რეგისტრირებული ქორწინება ¹4528/2003 შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.