ა-1179-შ-39-09 28 სექტემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. ლ-ენკო (წარმომადგენელი შპს “საადვოკატო ოფისი”)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ა-ოვი
განხილვის საგანი _ უკრაინის ქ. კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ქ. კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ენკოს სარჩელი მოპასუხეების: ი. ა-ოვის, შპს “ქართული სახლის”, შპს “განთიადის”, შპს “მარიამ-ნინოს”, მესამე პირის _ ა. კ-ოვის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. ა-ოვს ნ. ლ-ენკოს სასარგებლოდ დაეკისრა 72 552.50 გრივნის, სასამართლო ხარჯების _ 755.52 გრივნის, მთლიანობაში _ 73 308 (სამოცდაცამეტი ათას სამას რვა) გრივნისა და 2 კაპიკის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მომართა ნ. ლ-ენკომ (წარმომადგენელი შპს “საადვოკატო ოფისი”), რომელმაც დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით ნ. ლ-ენკოს (წარმომადგენელი შპს “საადვოკატო ოფისი”) შუამდგომლობა უკრაინის ქ. კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; ი. ა-ოვს გაეგზავნა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მისი ადგილსამყოფელის მიხედვით და განემარტა, რომ უფლება ჰქონდა, წარმოედგინა მოსაზრება ნ. ლ-ენკოს შუამდგომლობის თაობაზე აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში; მასვე განემარტა, რომ შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი განხილვის გარეშე. ი. ა-ოვს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ენკოს (წარმომადგენელი შპს “საადვოკატო ოფისი”) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ქ. კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ენკოს სარჩელი მოპასუხეების: ი. ა-ოვის, შპს “ქართული სახლის”, შპს “განთიადის”, შპს “მარიამ-ნინოს”, მესამე პირის _ ა. კ-ოვის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. ა-ოვს ნ. ლ-ენკოს სასარგებლოდ დაეკისრა 72 552.50 გრივნის, სასამართლო ხარჯების _ 755.52 გრივნის, მთლიანობაში _ 73 308 (სამოცდაცამეტი ათას სამას რვა) გრივნისა და 2 კაპიკის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ქ. კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ენკოს (წარმომადგენელი შპს “საადვოკატო ოფისი”) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. უკრაინის ქ. კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ლ-ენკოს სარჩელი მოპასუხეების: ი. ა-ოვის, შპს “ქართული სახლის”, შპს “განთიადის”, შპს “მარიამ-ნინოს”, მესამე პირის _ ა. კ-ოვის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ი. ა-ოვს ნ. ლ-ენკოს სასარგებლოდ დაეკისრა 72 552.50 გრივნის, სასამართლო ხარჯების _ 755.52 გრივნის, მთლიანობაში _ 73 308 (სამოცდაცამეტი ათას სამას რვა) გრივნისა და 2 კაპიკის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.