ა-1183-შ-40-09 25 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კ. ა-ავას წარმომადგენლის – ლ. ა-ავას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის ¹ა-1183-შ-40-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით კ. ა-ავას წარმომადგენელ ლ. ა-ავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის რესპუბლიკის ქ. ბელეს (ლ.-ენი) უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საფრანგეთის მოქალაქის – ე. ა. ბ-ის განცხადება (მცხოვრები საფრანგეთში) კ. ა-ავას შვილად აყვანასთან დაკავშირებით. სასამართლო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში მცხოვრები კ. ა-ავა აღიარებულ იქნა საფრანგეთის მოქალაქის – ე. ა. ბ-ის შვილად; კ. ა-ავამ მიიღო გვარი და სახელი – კ. ბ.-ა-ავა.
კ. ა-ავას წარმომადგენელმა ლ. ა-ავამ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მიუთითა, რომ თარჯიმანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ბელეს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გადათარგმნის დროს დაუშვა მექანიკური შეცდომა სახელის თარგმანში, კერძოდ, სიტყვა “კ.ის” ნაცვლად მიუთითა სიტყვა “კ--.”. განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო პალატის 2009 წლის 23 ივლისის ¹ა-1183-შ-40-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმგვარად, რომ სიტყვა “კ--” შეიცვალოს “კ.ით”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა კ. ა-ავას წარმომადგენლის – ლ. ა-ავას განცხადების შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკასაციო პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის ¹ა-1183-შ-40-09 განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სიტყვა “კ--” უნდა შეიცვალოს სიტყვით - “კ.”.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ა-ავას წარმომადგენლის – ლ. ა-ავას განცხადება დაკმაყოფილდეს;
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის ¹ას-1183-შ-40-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სიტყვა “კ--” შეიცვალოს სიტყვით - “კ.”.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.