ა-1193-შ-40-07 9 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჯ. ქ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის საგრაფოს სამოქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 1994 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე ჯ. ქ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ვ. კ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ქ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ. კ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის საგრაფოს სამოქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 1994 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ს, დაბადებული ... წელს და ... წელს დაბადებულ ვ. კ-ს შორის 1990 წლის 13 თებერვალს, საქართველოში, ქ.თბილისში, ... რ/მმაჩის განყოფილებაში, სააქტო ჩანაწერ ¹...-ში რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი.
ჯ. ქ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის საგრაფოს სამოქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 1994 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო გაეცნო რა შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნებს და მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 71-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ქ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის საგრაფოს სამოქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 1994 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნეს წარმოებაში.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.