Facebook Twitter

ა-1238-შ-43-07 25 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ბ-ს შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის ავანისა და ნორკ-ნორკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მ. ა. შ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფისა და ავტომანქანა “მიცუბიში მონტეროს”, სახელმწიფო ნომრით ... დაყადაღების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ბ-მა სარჩელი აღძრა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის ავანისა და ნორკ-ნორკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვა მ. ა. შ-ზე ალიმენტის დაკისრება და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა. აგრეთვე მან წარადგინა შუამდგომლობა ავტომანქანა “მიცუბიში მონტეროს” სახელმწიფო ნომრით ... დაყადაღების თაიბაზე.

სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის ავანისა და ნორკ-ნორკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის დადგენილებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ყადაღა დაედო ავტომანქანა “მიცუბიში მონტეროს” სახელმწიფო ნომრით თOY 111.

ა. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის ავანისა და ნორკ-ნორკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის ავანისა და ნორკ-ნორკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის დადგენილებით ა. ბ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ავტომანქანა “მიცუბიში მონტეროს” სახელმწიფო ნომრით ... .

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის ავანისა და ნორკ-ნორკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ბ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის ავანისა და ნორკ-ნორკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება, რომლითაც ყადაღა დაედო ავტომანქანა “მიცუბიში მონტეროს” სახელმწიფო ნომრით ... , საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.