Facebook Twitter

¹ა-1239-შ-44-07 20 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: მ. ცისკაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის მედეუსის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ბ.ნ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ამავე სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენის – გ. ზ-ის ძე ზ-სათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში – ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის მედეუსის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით გ. ზ-ის ძე ზ-ი, მცხოვრები საქართველოში, ქ. თბილისი, ... ქ. ¹24, მსჯავრდებული იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილით, მას მიესაჯა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციის გარეშე საერთო რეჟიმის გამასწრებელ კოლონიაში სასჯელის მოხდით, იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმატის მედეუსის რაიონის პროკურორის სამოქალაქო სარჩელი გ.ზ-სათვის ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯების დაკისრების თაობაზე.

გ.ზ-ს დაეკისრა სახელმწიფოს შემოსავალში 28 800 (ოცდარვა ათას რვაასი) ტენგეს გადახდა საქმეზე ექსპერტიზის ჩასატრებლად. სასამართლოს განაჩენი გ.ზ-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 28 800 (ოცდარვაათას რვაასი) ტენგეს დაკისრების შესახებ კანონიერ ძალაშია შესული 2006 წლის 22 მაისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა შუამდგომლობებს და თანდართულ მასალებს, მივიდა დასკვნამდე, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის მედეუსის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ბ.ნ-ის შუამდგომლობა აკმაყოფილებს “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის მოთხოვნებს და მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის მედეუსის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ბ.ნ-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენის – გ. ზ-ის ძე ზ-სათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში – ცნობისა და აღსრულების თაობაზე განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის მედეუსის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ბ. ნ-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენის – გ. ზ-ის ძე ზ-სათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ანაზღაურების ნაწილში _ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნეს განსახილველად.

შუამდგომლობა განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.