Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ა-1243-შ-36-08 1 დეკემბერი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-რია

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ვალის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-ევამ სარჩელი აღძრა რუსეთის ფედერაციის გოროდეცის რაიონულ სასამართლოში ლ. გ-რიას მიმართ და მოითხოვა სესხის ძირითადი თანხისა და მოპასუხისათვის მისი პროცენტის დაკისრება.

მოპასუხის მხრიდან სარჩელის უარყოფას ადგილი არ ჰქონია.

რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლ. გ-რიას გ. კ-ევას სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 4920 აშშ დოლარის, მიყენებული ზიანის _ 144500,40 რუსული რუბლის, გადაცდენილი დროისათვის _ 131455,22 რუსული რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის _ 4369 რუსული რუბლის გადახდა.

გ. კ-ევამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ივნისის განჩინებით გ. კ-ევას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-რიას გ. კ-ევას სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 4920 აშშ დოლარის, მიყენებული ზიანის _ 144500,40 რუსული რუბლისა და გადაცდენილი დროისათვის _ 131455,22 რუსული რუბლისა გადახდა, ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებარა აღსრულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 19 ივნისის განჩინების საფუძველზე 2008 წლის 26 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა უზენაეს სასამართლოს აღუსრულებელი იმ მოტივით, რომ სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას არ განეკუთვნება ოჩამჩირის რაიონი.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რასაც დაურთო რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2001 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უწორობის გასწორების შესახებ.

რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა 2001 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ: 1960 წელს დაბადებულ ლ. გ-რიას ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში რეგისტრირებულს, დროებით გადაადგილებულს, ამჟამად ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კლდეკარის ქუჩა ¹14-ში მცხოვრებს, დაეკისრა 1955 წლის 9 მარტს დაბადებულ ნიჟეგოროდის ოლქის ქუჩა ნოვაია კორპუსი ¹50, ბინა ¹18-ში მცხოვრებ გ. კ-ევას სასარგებლოდ 144500 რუსული რუბლის და 40 კაპიკის, ასევე გადაცდენილი დროისათვის 4920 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლის, პროცენტის _ 131455 რუბლისა და ასევე ვალის სრულად დაფარვამდე 25%-ის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2001 წლს 18 სექტემბრის დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინების ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა 2001 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის, კერძოდ: 1960 წელს დაბადებულ ლ. გ-რიას ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში რეგისტრირებულს, დროებით გადაადგილებულს, ამჟამად ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კლდეკარის ქუჩა ¹14-ში მცხოვრებს, დაეკისრა 1955 წლის 9 მარტს დაბადებულ ნიჟაგოროდის ოლქის ქუჩა ნოვაია კორპუსი ¹50, ბინა ¹18-ში მცხოვრებ გ. კ-ევას სასარგებლოდ 144500 რუსული რუბლისა და 40 კაპიკის, ასევე გადაცდენილი დროისათვის 4920 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლის, პროცენტის _ 131455 რუბლისა და ასევე ვალის სრულად დაფარვამდე 25 %-ის გადახდა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა ფედერაციის ნიჟეგოროდეცის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2001 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ნიჟეგოროდსკის ოლქის გოროდეცის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გასწორებული უსწორობა ამავე სასამართლოს 2001 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც 1960 წელს დაბადებულ ლ. გ-რიას, რეგისტრირებულს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში, დროებით გადაადგილებულს, ამჟამად ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კლდეკარის ქუჩა ¹14-ში მცხოვრებს, დაეკისრა 1955 წლის 9 მარტს დაბადებულ ნიჟეგოროდის ოლქის ქუჩა ნოვაია, კორპუსი ¹50, ბინა ¹18-ში მცხოვრებ გ. კ-ევას სასარგებლოდ 144500,40 რუსული რუბლის, ასევე გადაცდენილი დროისათვის 4920 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლის, პროცენტის 131455 რუბლისა და ასევე ვალის სრულად დაფარვამდე 25%-ის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.