Facebook Twitter

ა-1251-შ-37-08 19 სექტემბერი, 2008

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ა. ი-ს ძე კ-ვის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2004 წლის 6 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ო. გ-ს ძე ბ-შვილისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 6 იანვარს ო. გ. ბ-შვილმა მ. ნ. ს-ისთან ერთად, მთვრალებმა ქონების დატაცების მიზნით, ნ. ნ. ზ-სკის მის კუთვნილ “ფორდ სიერას” მარკის ავტომანქანის სალონში, დაადეს კისერთან დანა და სახეში მიასხეს გაზი, რის შემდეგაც ღიად გაიტაცეს ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის ფული 13000 რუბლის ოდენობით, 210000 რუბლის ღირებულების ქურთუკი, 6000 რუბლის ღირებულების დეზოდორანტი, 15000 რუბლის ღირებულების სამი კომპაქტდისკი, 5000 რუბლის ღირებულების საფულე, სულ 254000 რუბლის ღირებულების ქონება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელორუსიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ო. გ. ბ-შვილის და მ. ნ. ს-ის მიმართ. დამნაშავეებმა ნაწილობრივ ცნეს ბრალი.

ო. გ. ბ-შვილი და მ. ნ. ს-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად, მათ მიესაჯათ პატიმრობა 6 წლის ვადით და ქონების კომფისკაცია.

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ო. გ-ის ძე ბ-შვილს დაენიშნა ქ. გომელის სოვეტსკის რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი_ ო. ვ. ი-ო.

ამავე განჩინებით განისაზღვრა სოვეტსკის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშიდან ამორიცხულიყო და გადარიცხულიყო გომელის საოლქო ადვოკატთა კოლეგიის ......... ანგარიშსწორების ანგარიშზე გომელის ოლქის საგარანტიო ფონდი ღია სააქციო საზოგადოება ,,ბ-ი”, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ........ , გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი ........ .

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ა. ი-ს ძე კ-ვმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2004 წლის 6 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 მაისის განჩინებით ბრალდებულ ო. ბ-შვილს დაენიშნა ქ. გომელის სოვეტსკის რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი _ ო. ვ. ი-ო.

სოვეტსკის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშიდან ამორიცხულიყო და გადარიცხულიყო გომელის საოლქო ადვოკატთა კოლეგიის ........ ანგარიშსწორების ანგარიშზე გომელის ოლქის საგარანტიო ფონდი ღია სააქციო საზოგადოება ,,ბ-ი”, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ............ , გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი ........... .

ო. გ-ის ძე ბ-შვილს დაეკისრა 54000 რუბლის გადახდა ქ. გომელის სოვეტსკის რაიონის საფინანსო განყოფილების სასარგებლოდ სასამართლოში საქმის მასალების გაცნობის და დაცვის განხორციელებისათვის.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 18 ივნისს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ა. ი-ს ძე კ-ვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც ო. გ-ის ძე ბ-შვილს დაეკისრა 54000 რუბლის გადახდა ქ. გომელის სოვეტსკის რაიონის საფინანსო განყოფილების სასარგებლოდ სასამართლოში საქმის მასალების გაცნობის და დაცვის განხორციელებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული თანხა ჩაირიცხოს ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ქალაქის აღმასკომის სოვეტსკის რაიონის საფინანსო სამმართველოს ¹......... ანგარიშსწორების ანგარიშზე ღია სააქციო საზოგადოება “სააქციო შემნახველი ბანკი” “ბ-ი” ¹300 ფილიალში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ........ , აღრიცხვაზე აყვანის მიზეზის კოდი ......... , გადასახადის გადამხდელის ინდივიდუალური ნომერი კლასიფიკატორი .......... , კოდი ....... .

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.