Facebook Twitter

ა-1299-შ-45-07 14 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ხ-ს შუამდგომლობა საბერძნეთის სალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე საბერძნეთის მოქალაქეების ნ. ა-ის ძე პ-სა და ნ. ბ-ს მიერ ა. ხ-ს საერთო შვილად აყვანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საბერძნეთის სალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საბერძნეთის მოქალაქეების ნ. ა-ის ძე პ-ს, ნ. ბ-სა და ა. ხ-ს განცხადება (მცხოვრები საბერძნეთი, სალონიკი, ... ქ.¹24) ა. ხ-ს შვილად აყვანასთან დაკავშირებით; სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ხ-ი, დაბადებული ... წლის ... მარტს, მცხოვრები ამყვან პირებთან, აღიარებულ იქნა ამყვან პირთა საერთო შვილად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 30 მაისს.

ა. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ა. ხ-ს შუამდგომლობა საბერძნეთის სალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ ა. ხ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებთა გამო:

დადგენილია, რომ საბერძნეთის სალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საბერძნეთის მოქალაქეების ნ. ა-ის ძე პ-ს, ნ. ბ-სა და ა. ხ-ს განცხადება (მცხოვრები საბერძნეთი, სალონიკი, ნემეას ქ.¹24) ა. ხ-ს შვილად აყვანასთან დაკავშირებით; სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ხ-ი, დაბადებული ... წლის ... მარტს, მცხოვრები ამყვან პირებთან, აღიარებულ იქნა ამყვან პირთა საერთო შვილად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 30 მაისს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე და 70-ე მუხლების თანახმად, არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს საბერძნეთის სალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ხ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის სალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საბერძნეთის მოქალაქეების ნ.პ-ს, ნ. ბ-სა და ა.ხ-ს განცხადება (მცხოვრები საბერძნეთი, სალონიკი, ... ქ.¹24) ა. ხ-ს შვილად აყვანასთან დაკავშირებით; სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნას ა. ხ-ი, დაბადებული ... წლის ... მარტს, მცხოვრები ამყვან პირებთან, ამყვან პირთა საერთო შვილად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.