ა-1321-შ-41-09 16 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. კუნცეს შუამდგომლობა გერმანიის შტაინფურტის სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ბ. კუნცეს მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის შტაინფურტის სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით შტაინფურტის მმაჩის ბიუროში 2004 წლის 11 ოქტომბერს ქ. კუნცესა და ბ. კუნცეს შორის რეგისტრირებული ქორწინება (¹113/2004) შეწყდა.
ქ. კუნცემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის შტაინფურტის სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით ქ. კუნცეს შუამდგომლობა გერმანიის შტაინფურტის სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ქ. კუნცეს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის შტაინფურტის სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით შტაინფურტის მმაჩის ბიუროში 2004 წლის 11 ოქტომბერს ქ. კუნცესა და ბ. კუნცეს შორის რეგისტრირებული ქორწინება (¹113/2004) შეწყდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის შტაინფურტის სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. კუნცეს შუამდგომლობა გერმანიის შტაინფურტის სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გერმანიის შტაინფურტის სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შტაინფურტის მმაჩის ბიუროში 2004 წლის 11 ოქტომბერს ქ. კუნცესა და ბ. კუნცეს შორის რეგისტრირებული ქორწინება (¹113/2004) შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.