Facebook Twitter

ა-1340-შ-42-09 21 სექტემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.დ-ევი, ვ. კ-ოვა

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ჯ-შვილი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა, ალიმენტისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. კ-ოვას სარჩელი ზ. ჯ-შვილისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ჯ-შვილ ზ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება 2006 წლის 3 თებერვალს დაბადებული მცირეწლოვანი შვილის _ დ. ჯ-შვილის მიმართ, მასვე დაეკისრა 2006 წლის 3 თებერვალს დაბადებული დ. ჯ-შვილის მოვლისათვის ალიმენტის _ 600 გრივნის გადახდა 2009 წლის 22 იანვრიდან ყოველთვიურად ვ. კ-ოვას სასარგებლოდ, ზ.ჯ-შვილს ასევე დაეკისრა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები _ სახელმწიფო ბაჟი _ 51 გრივნი და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის ხარჯი _ 30 გრივნის ოდენობით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ვ. კ-ოვამ ზ. ჯ-შვილისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით. სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ასევე უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.დ-ევმა ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით იმ ნაწილში, რომლითაც ზ.ჯ-შვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით ვ. კ-ოვასა და უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.დ-ევის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, ალიმენტისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ზ.ჯ-შვილისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.დ-ევისა და ვ. კ-ოვას შუამდგომლობები ზ.ჯ-შვილისათვის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების _ სახელმწიფო ბაჟის _ 51 გრივნისა და სასამართლო პროცესის საიფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის ხარჯის _ 30 გრივნის, ასევე 2006 წლის 3 თებერვალს დაბადებული შვილის _ ჯ-შვილი დ-ს მოვლისათვის 2009 წლის 22 იანვრიდან შვილის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის _ 600 გრივნის ვ.კ-ოვას სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. კ-ოვას სარჩელი ზ. ჯ-შვილისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ჯ-შვილ ზ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება 2006 წლის 3 თებერვალს დაბადებული მცირეწლოვანი შვილის _ ჯ-შვილი დ-ს მიმართ, მასვე დაეკისრა 2006 წლის 3 თებერვალს დაბადებული დ. ჯ-შვილის მოვლისათვის ალიმენტის _ 600 გრივნის გადახდა 2009 წლის 22 იანვრიდან ყოველთვიურად, შვილის სრულწლოვანებამდე, ვ. კ-ოვას სასარგებლოდ, ზ.ჯ-შვილს ასევე დაეკისრა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები _ სახელმწიფო ბაჟი _ 51 გრივნი და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის ხარჯი _ 30 გრივნის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ასევე ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს მიმართეს უკრაინის ქ.დონეცკის კალინინის რაიონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.დ-ევმა და ვ. კ-ოვამ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები განსახილველ შუამდგომლობასთან მიმართებით არ არსებობს, ამდენად, უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.დ-ევისა და ვ.კ-ოვას შუამდგომლობები ზ. ჯ-შვილისათვის უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 51 გრივნის, სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის ხარჯის _ 30 გრივნის, ასევე მცირეწლოვანი ჯ-შვილი დ-ს მიმართ 2009 წლის 22 იანვრიდან შვილის სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით ყოველთვიურად 600 გრივნის ვ.კ-ოვას სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.დ-ევისა და ვ. კ-ოვას შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, დონეცკის ოლქის, ქ.დონეცკის კალინინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება ზ. ჯ-შვილისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 51 გრივნის, სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნოლოგური უზრუნველყოფის ხარჯის _ 30 გრივნისა და მცირეწლოვანი დ. ჯ-შვილის მიმართ 2009 წლის 22 იანვრიდან ალიმენტის სახით ყოველთვიურად 600 გრივნის ვ.კ-ოვას სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.