¹ა-ა-1368-შ-43-09 15 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. დონის როსტოვის კიროვის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ე. ი. ფ-ენკოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. დონის როსტოვის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ხ. ბ-იას სარჩელის გამო, მოპასუხე გ. კ-ავას მიმართ, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხ. ბ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ ქორწინების შეწყეტის თაობაზე და აღნიშნა, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან 1997 წლის 23 მარტიდან, რაზეც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წიგნში გაკეთებულია ჩანაწერი ¹21. ქორწინების მოწმობა გაცემულია საქართველოს რესპუბლიკის სენაკის მმაჩის განყოფილების მიერ. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი – 1995 წლის 18 ნოემბერს დაბადებული ლ. კ-ავა. ცოლქმრული ცხოვრება არ აეწყოთ. 2005 წლიდან Mმხარეებმა შეწყვიტეს ცოლქმრული ურთიერთობა და საერთო მეურნეობის წარმოება, აღარ ზრუნავენ ერთმანეთზე, ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფოში.
რუსეთის ფედერაციის ქ. დონის როსტოვის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყდა გ. კ-ავასა და ხ. ბ-იას შორის ქორწინება, რეგისტრირებული 1997 წლის 27 მარტს საქართველოს რესპუბლიკის სენაკის მმაჩის განყოფილების მიერ, სააქტო ჩანაწერი ¹21.
ქ. დონის როსტოვის კიროვის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელმა მოსამართლემ ე. ი. ფ-ენკომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. დონის როსტოვის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ქ. დონის როსტოვის კიროვის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ე. ი. ფ-ენკოს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ რუსეთის ფედერაციის ქ. დონის როსტოვის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყდა გ. კ-ავასა და ხ. ბ-იას შორის ქორწინება, რეგისტრირებული 1997 წლის 27 მარტს საქართველოს რესპუბლიკის სენაკის მმაჩის განყოფილების მიერ, სააქტო ჩანაწერი ¹21.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ რუსეთის ფედერაციის ქ. დონის როსტოვის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. დონის როსტოვის კიროვის რაიონის ¹2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ე.ი. ფ-ენკოს შუამდგომლობა ქ. დონის როსტოვის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს:
ქ რუსეთის ფედერაციის ქ. დონის როსტოვის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყდა გ. კ-ავასა და ხ. ბ-იას შორის ქორწინება, რეგისტრირებული 1997 წლის 27 მარტს საქართველოს რესპუბლიკის სენაკის მმაჩის განყოფილების მიერ, სააქტო ჩანაწერი ¹21, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.