¹ა-1403-შ-47-07 10 დეკემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ლ. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ თურქმენეთის, ქ. აშხაბადის, კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.რ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ს მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, სადაც მიუთითა, რომ მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა, 2001 წლის მარტში მ. ბ-ი გაემგზავრა საქართველოში, რადგან თურქმენეთში ცხოვრების უფლება ვერ მოიპოვა, მხარეები 1997 წლის 22 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ შეეძინათ ორი ვაჟი, ... წლის ... ივნისს დაბადებული ვ. და ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ო., მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მეუღლეებს არ აქვთ ურთიერთობა და მოპასუხე მატერიალურად არ ეხმარება ოჯახს.
თურქმენეთის, ქ. აშხაბადის, კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინებით ლ. რ-სა და მ. ბ-ს მიეცათ 6 თვის ვადა შერიგებისათვის. მ. ბ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შემოსავლის 1/3-ის ოდენობით ლ. რ-ს სასარგებლოდ, შვილების _ 1997 წლის 26 ივნისს დაბადებული ვ-ისა და 2000 წლის 14 აგვისტოს დაბადებული ო-ის სარჩენად. ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულია, რომ მოცემული განჩინება ალიმენტის დაკისრების ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, თურქმენეთის, ქ. აშხაბადის, კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღეს და თურქმენეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ლ. რ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თურქმენეთის, ქ. აშხაბადის, კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. რ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ლ.რ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ს მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, სადაც მიუთითა, რომ მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა, 2001 წლის მარტში მ.ბ-ი გაემგზავრა საქართველოში, რადგან თურქმენეთში ცხოვრების უფლება ვერ მოიპოვა, მხარეები 1997 წლის 22 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ შეეძინათ ორი ვაჟი _ ... წლის ... ივნისს დაბადებული ვ. და ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ო.. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მეუღლეებს არ აქვთ ურთიერთობა და მოპასუხე მატერიალურად არ ეხმარება ოჯახს.
თურქმენეთის, ქ. აშხაბადის, კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინებით ლ. რ-სა და მ. ბ-ს მიეცათ 6 თვის ვადა შერიგებისათვის. მ. ბ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, ლ. რ-ს სასარგებლოდ, შვილების _ 1997 წლის 26 ივნისს დაბადებული ვ-ისა და 2000 წლის 14 აგვისტოს დაბადებული ო-ის სარჩენად.
შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, თურქმენეთის, ქ. აშხაბადის კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღეს და თურქმენეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ლ. რ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თურქმენეთის, ქ. აშხაბადის, კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, თურქმენეთის, ქ. აშხაბადის, კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. რ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს თურქმენეთის, ქ. აშხაბადის, კოპეტდაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის განჩინება, რომლითაც მ. ბ-ს, დაბადებულს ... წელს ... ივნისს საქართველოში, ახმეტის რაიონში სოფელ ...ში, დაეკისრა ალიმენტის გადახდა შემოსავლის 1/3-ის ოდენობით ლ. რ-ს სასარგებლოდ, შვილების _ ... წლის ... ივნისს დაბადებული ვ-ისა და ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ო-ის სარჩენად. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2007 წლის 28 აპრილიდან, ყოველთღვიურად საკითხის არსებითად გადაწყვეტამდე.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.