Facebook Twitter

ა-1404-შ-48-07 29 ოქტომბერი, 2007 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. შ-ს შუამდგომლობა ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გ. ლ-ის მიმართ თანხის ინდექსაციის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის სასამართლოს 1998 წლის 23 ივლისის განჩინებით განსასჯელ გ. ლ-ს ი. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზარალის ანაზღაურება 306990000 რუბლის გადახდა.

2003 წლის 13 ნოემბრის სასამართლო დადგენილებით მოხდა ზარალის თანხის ინდექსაცია და შეადგენს 13286530 რუბლს.

ი. შ-მ განცხადებით მიმართა ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის სასამართლოს და მოითხოვა თანხის ინდექსაცია, რადგან ვალი არ იქნა დაფარული. ზემოაღნიშნული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილებით, გ. ლ-ს ი. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 18016535 რუბლის გადახდა.

ი. შ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილებით გ. ლ-ს ი. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 18016535 რუბლის გადახდა.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 14 მაისს და არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. შ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება, რომლითაც გ. ლ-ს ი. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 18016535 რუბლის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.