ა-1405-შ-49-07 5 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. ა-სა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის ადმინისტრაციის ... განყოფილების უფროსის ნ. ჟ-ს შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების _ ბავშვის რჩენის ხარჯების, სახელმწიფო ბაჟის და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში _ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე _ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის ადმინისტრაციის ... განყოფილების სარჩელი მოპასუხე ე. ა-ს და ფ. ს-ის მიმართ შვილის რჩენის ხარჯების დაკისრების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ა-ს და ფ. ს-ს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის ადმინისტრაციის განათლების განყოფილების სასარგებლოდ სოლიდარული წესით დაეკისრათ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი ი. (ვ.) ს-ის, დაბადებული ... წლის ... მარტს, სარჩენად გაწეული ხარჯების ანაზღაურება 2005 წლის 9 აგვისტოდან 2006 წლის 31 მაისამდე პერიოდისათვის, 191 530 რუბლის ოდენობით. სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის რჩენის ხარჯები მომავალში ყოველთვიურად უნდა დაეკისროთ მშობლებს, ე. ა-სა და ფ. ს-ს ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით დაკისრების საფუძვლის არსებობის შეწყვეტამდე; ე. ა-ს და ფ. ს-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 9576 რუბლის ოდენობით, სასამართლო ხარჯების გადახდა 3000 რუბლის ოდენობით, სულ სოლიდარული წესით დაეკისრათ 12576 რუბლის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 3 მაისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის ადმინისტრაციის ... განყოფილების უფროსმა ნ. ჟ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ე.ა-სა და ფ.ს-ისათვის შვილის რჩენის ხარჯების დაკისრების ნაწილში.
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ. ა-მა ასევე შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის ადმინისტრაციის ... განყოფილების უფროსის ნ. ჟ-ს და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ. ა-ს შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ა-ს და ფ. ს-ს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის ადმინისტრაციის ... განყოფილების სასარგებლოდ სოლიდარული წესით დაეკისრათ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი ი. (ვ.) ს-ის, დაბადებული ... წლის ... მარტს, სარჩენად გაწეული ხარჯების ანაზღაურება 2005 წლის 9 აგვისტოდან 2006 წლის 31 მაისამდე პერიოდისათვის, 191 530 მანეთის ოდენობით. სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის რჩენის ხარჯები მომავალში ყოველთვიურად უნდა დაეკისროთ მშობლებს, ე. ა-სა და ფ. ს-ს ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით დაკისრების საფუძვლის არსებობის შეწყვეტამდე; ე. ა-ს და ფ. ს-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 9576 რუბლის ოდენობით, სასამართლო ხარჯების გადახდა 3000 რუბლის ოდენობით, სულ სოლიდარული წესით დაეკისრათ 12576 რუბლის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 3 მაისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის ადმინისტრაციის ... განყოფილების უფროსმა ნ. ჟ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ე.ა-სა და ფ.ს-ისათვის შვილის რჩენის ხარჯების დაკისრების ნაწილში. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ვ. ა-მა ასევე შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება როგორც შვილის რჩენის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვეციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. ა-სა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის ადმინისტრაციის განათლების განყოფილების უფროსის ნ. ჟ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება _ ე. ა-სა და ფ. ს-ისათვის ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის სოვეტსკის რაიონის ადმინისტრაციის ... განყოფილების სასარგებლოდ სოლიდარული წესით სახელმწიფო უზრუნველყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი ი. (ვ.) ს-ის, დაბადებული ... წლის ... მარტს, სარჩენად გაწეული ხარჯების ანაზღაურების 2005 წლის 9 აგვისტოდან 2006 წლის 31 მაისამდე პერიოდისათვის, 191 530 მანეთის ოდენობით დაკისრების, ასევე მშობლების, ე. ა-სა და ფ. ს-ისათვის მომავალში ბავშვის რჩენის ყოველთვიური ხარჯების, ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით, აღნიშნული საფუძვლის არსებობის შეწყვეტამდე, დაკისრების ნაწილში, ე. ა-სა და ფ. ს-ისათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 9576 რუბლის ოდენობით, სასამართლო ხარჯების 3000 რუბლის ოდენობით, სულ სოლიდარული წესით 12576 რუბლის გადახდის დაკისრების ნაწილში _ ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.