Facebook Twitter

¹ა-1418-შ-44-09 7 ოქტომბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

განიხილა ე. ი-ასის წარმომადგენელ თ. თ-უას შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ე. ი-ასის (წარმომადგენელი თ. თ-უა) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება ¹37F 107/07), რომლითაც ჰაიდელბერგში მმაჩის განყოფილების უფროსის მიერ 2005 წლის 14 დეკემბრის მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ¹0934, შეწყდა, მეუღლეებს შორის კომპენსაციის უზრუნველყოფა არ შედგა, სასამართლო ხარჯები მხარეებს თანაბრად გადახდათ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას.

2009 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ე. ი-ასის წარმომადგენელმა თ. თ-უამ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში დაშვებულია შეცდომა, რაც გამოიხატება შუამდგომლობის ავტორის სახელის არასწორად მითითებაში. განჩინებაში ნაცვლად შუამდგომლობის ავტორისა ე. ი-ნა, მითითებული უნდა იყოს ე. ი-ას. აქედან გამომდინარე, არსებული უზუსტობა საჭიროებს გასწორებას.

საკასაციო სასამართლო განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში ნაცვლად მხარეთა გვარისა: “ი-ას”, მითითებულია: “ი-ნა”.

ზემოაღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რაც გამოწვეულია მექანიკური ხასიათის ხარვეზით, განჩინება დაბეჭდილია კომპიუტერის მეშვეობით, რა დროსაც არასწორად მიეთითა გვარი ი-ნა, ნაცვლად გვარისა _ ი-ას.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ მითითებული უსწორობა ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, ნაცვლად გვარისა _ “ი-ნა”, უნდა მიეთითოს “ი-ას”.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში გასწორდეს დაშვებული უსწორობა და ნაცვლად გვარისა: “ი-ნა”, მიეთითოს “ი-ას”.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.