ა-1424-შ-51-07 19 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. ი-სა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. შ-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ თ. ი-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. ი-ს დაეკისრა ს. ი-ს სასარგებლოდ 2006 წლის 20 ოქტომბრიდან შვილის (მ. ი-ა, დაბადებული ... წლის ... თებერვალს) სარჩენად ალიმენტი ყველა სახის ხელფასის 25%-ის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 121975 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 12 ივნისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ს. ი-მ და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. შ-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ს. ი-სა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. შ-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. ი-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. ი-ს დაეკისრა ს. ი-ს სასარგებლოდ 2006 წლის 20 ოქტომბრიდან შვილის (მ. ი-ა, დაბადებული ... წლის ... თებერვალს) სარჩენად ალიმენტი ყველა სახის ხელფასის 25%-ის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 121975 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 12 ივნისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ი-სა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. შ-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ი-ს დაეკისრა ს. ი-ს სასარგებლოდ 2006 წლის 20 ოქტომბრიდან შვილის (მ. ი-ა, დაბადებული ... წლის ... თებერვალს) სარჩენად ალიმენტი ყველა სახის ხელფასის 25%-ის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 121975 რუბლის გადახდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.