Facebook Twitter

ა-1497-შ-45-09 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. კ-ოვას შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის ქ. კალინინგრადის ცენტრალური რაიონის მესამე სასამართლოს უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ვ. კ-ოვის სარჩელის გამო მოპასუხე გ. კ-ოვას მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. კ-ოვმა სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. კ-ოვას მიმართ განქორწინების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1968 წლის 29 დეკემბრიდან მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შვილები არ შესძენიათ. მხარეები 1980 წლიდან ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელემ მოითხოვა გ. კ-ოვასთან განქორწინება.

რუსეთის ფედერაციის ქ. კალინინგრადის ცენტრალური რაიონის მესამე სასამართლოს უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა – ვ. კ-ოვი და გ. კ-ოვა განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 26 მაისს.

გ. კ-ოვამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. კალინინგრადის ცენტრალური რაიონის მესამე სასამართლოს უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით გ. კ-ოვას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის ქ. კალინინგრადის ცენტრალური რაიონის მესამე სასამართლოს უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოსარჩელე ვ. კ-ოვს. მას განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის წერილობითი გამოხატვის უფლება; შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პალატაში მიღებული შეტყობინებით ცნობილია, რომ შეკვეთილი წერილი ადრესატს ჩაჰბარდა 2009 წლის 7 აგვისტოს.

ვ. კ-ოვს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. კ-ოვას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვ. კ-ოვმა სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. კ-ოვას მიმართ განქორწინების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1968 წლის 29 დეკემბრიდან მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შვილები არ შესძენიათ. მხარეები 1980 წლიდან ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელემ მოითხოვა გ. კ-ოვასთან განქორწინება.

რუსეთის ფედერაციის ქ. კალინინგრადის ცენტრალური რაიონის მესამე სასამართლოს უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა – ვ. კ-ოვი და გ. კ-ოვა განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 26 მაისს.

გ. კ-ოვამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. კალინინგრადის ცენტრალური რაიონის მესამე სასამართლოს უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. კ-ოვას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის ქ. კალინინგრადის ცენტრალური რაიონის მესამე სასამართლოს უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ვ. კ-ოვის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

რუსეთის ფედერაციის ქ. კალინინგრადის ცენტრალური რაიონის მესამე სასამართლოს უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ოვა და ვ. კ-ოვი განქორწინდნენ, ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.