ა-1503-შ-46-09 30 ივლისი, 2009 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ლ-ის (ზ-ის) წარმომადგენელ ნ. ძ-ის შუამდგომლობა გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის საუბნო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ო. პ. ლ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის საუბნო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით 2003 წლის 22 აპრილს ქ. თბილისში ე. ზ-სა (ლ-სა) და ო. პ. ლ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ე. ლ-ის (ზ-ის) წარმომადგენელმა ნ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის საუბნო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით ე. ლ-ის (ზ-ის) წარმომადგენელ ნ. ზ-ის შუამდგომლობა გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის საუბნო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ე. ლ-ის (ზ-ის) წარმომადგენელ ნ. ზ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის საუბნო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით 2003 წლის 22 აპრილს ქ. თბილისში ე. ზ-სა (ლ-სა) და ო. პ. ლ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ჰამბურგ-ბარმბეკის საუბნო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ლ-ის (ზ-ის) წარმომადგენელ ნ. ზ-ის შუამდგომლობა გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის საუბნო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გერმანიის ჰამბურგ-ბარმბეკის საუბნო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც 2003 წლის 22 აპრილს ქ.თბილისში ე. ზ-სა (ლ-სა) და ო. პ. ლ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.