ა-1503-შ-53-07 29 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ჩ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების (საოჯახო სასამართლო) 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, შ. ლ-ე-ჩ-ის მიმართ, განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების (საოჯახო სასამართლო) 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის განცხადება შ. ლ-ე-ჩ-ის მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.
მ. ჩ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების (საოჯახო სასამართლო) 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ჩ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების (საოჯახო სასამართლო) 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის განცხადება შ. ლ-ე-ჩ-ის მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 8 მაისს.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების (საოჯახო სასამართლო) 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ბერლინის ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების განყოფილების (საოჯახო სასამართლო) 2007 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჩ-ის განცხადება შ. ლ-ე-ჩ-ის მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.