Facebook Twitter

ა-1506-შ-53-05 5 მარტი, 2007 წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძემ

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებლების ფედერალური სამსახურის ... ო.ი. დ-საგან შემოსული დოკუმენტების დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.კრასნოდარის ... ოლქის ¹... სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ც.ა. ზ-ს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.კრასნოდარის ... ოლქის ¹... სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ც.ა. ზ-ს 2005 წლის 28 გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის ძე ს-ს ა. ნ-ის ძე ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 4184 რუბლის და 79 კაპიკის ოდენობით.

მომრიგებელი მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2005 წლის 11 მარტს.

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებლების ფედერალური სამსახურის ... ო.ი. დ-ის მიერ გადმოგზავნილ იქნა დოკუმენტები კრასნოდარის მხარის ქ.კრასნოდარის დასავლეთის ოლქის ¹30 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ც.ა. ზ-ს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ.

“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ შუამდგომლობას გადაწყვეტილების აღსრულების ნებართვის თაობაზე თან უნდა დაერთოს გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლისგანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგ გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, და რომელსაც მონაწილება არ მიუღია პროცესში, სათანადო წესით და დროულად გამოძახებული იყო სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებლების ფედერალური სამსახურის ... ო.ი. დ-ის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც არ ერთვის სათანადო წესით შედგენილი შუამდგომლობა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.კრასნოდარის ... ოლქის ¹... სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ც.ა. ზ-ს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი. წარმოდგენილი მასალებით არ ირკვევა, რომ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ. საკასაციო პალატამ აღნიშნული გარემოებები ზემოთმითითებული ნორმების საფუძველზე მიიჩნია ხარვეზად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განჩინებით რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებლების ფედერალური სამსახურის ... ო.ი. დ-ს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცი დღის ვადაში უზრუნველეყო შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: 1) დაინტერესებული მხარის ან, სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე _ მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომელშიც ზუსტად იქნება აღნიშნული ის გადაწყვეტილება, რომლის ცნობასაც მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი; 2) გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლი; 3) ცნობა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით გაფრთხილებულ იქნა სასამართლოში გამოძახების თაობაზე.

მასვე განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზები არ იქნება შევსებული, შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.

ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ო.ი. დ-ს 2006 წლის 25 აპრილს (ს.ფ. 9), მაგრამ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული. 2006 წლის 5 სექტემბერს გზავნილი განმეორებით იქნა გაგზავნილი რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებლების ფედერალური სამსახურის ... ო.ი. დ-თან (ს.ფ. 10).

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებლების ფედერალური სამსახურის ... ო.ი. დ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საჩივარი განუხილველი დარჩება.

იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებლის ფედერალური სამსახურის ... ო.ი. დ-მა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი დოკუმენტები უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

განუხილველი დარჩეს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებლის ფედერალური სამსახურის ... ო.ი. დ-საგან შემოსული დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ.კრასნოდარის ... ოლქის ¹... სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ც.ა. ზ-ს 2005 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.