№109აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი
მ-ი ი-ი, 109აპ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ი. მ-ი, - - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა - 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ი. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; ი. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 20 ივნისიდან იმავე წლის 22 ივნისის ჩათვლით.
ი. მ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთ თვეში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 ლარი.
2. ი. მა-ს მსჯავრად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მოერის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანთა თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიერ; ასევე - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ი. მ-ი 2012 წლიდან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ნ. ხ-თან. თანაცხოვრებისას ი. მ-ი გამოხატავდა აგრესიას მეუღლის - ნ. ხ-ის მიმართ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის შედეგადაც ნ. ხ-ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტანჯვას. 2017 წლის 20 ივნისს, 00:20 საათზე, თ-ში, გ-ის მე-- N- კორპუსის, ბინა N--ში, ი. მ-ი მთვრალი დააკავეს. ი. მ-მა ოჯახური ძალადობა მეუღლეზე - ნ. ხ-ზე, მისივე არასრულწლოვანი შვილების - 2006 წლის 25 თებერვალს დაბადებული ა. ხ-სა და 2000 წლის 18 ოქტომბერს დაბადებული ნ. ხ-ის თანდასწრებით ჩაიდინა, კერძოდ, ი. მ-მა მისვლისთანავე სრულიად უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს, რაც მალევე გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ი. მ-ი ნ. ხ-ს გამეტებით ურტყამდა ხელებსა და ფეხებს თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ქაჩავდა თმას, ასევე უკბინა მარჯვენა ხელზე, შემდეგ დააგდო იატაკზე და რამდენჯერმე ფეხი დაარტყა. ეს ქმედებები გრძელდებოდა დაახლოებით 20 წუთს. დარტყმების შედეგად ნ. ხ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები: ორივე თვალის, ცხვირის, ტუჩის, მარჯვენა ხელის, კისრისა და ზურგის არეში. ნ. ხ-მა ი. მ-ის მიერ მიყენებული დარტყმებითა და ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა როგორც ფიზიკური, ისე მორალური ზიანი.
2017 წლის 20 ივნისს, 00:20 საათზე, თ-ში, გ-ს - N-კორპუსის, ბინა N--ში, ი. მ-ი მთვრალი დააკავეს. ი. მ-მა, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური ძალადობა მეუღლეზე - ნ. ხ-ზე, მას ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ნ. ხ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარინე ლომიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ი. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ი. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 20 ივნისიდან იმავე წლის 22 ივნისის ჩათვლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მარინე ლომიძემ და მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მსჯავრდებულის აღიარება ფორმალურია და გულწრფელად არ განიცდის თავის ქმედებას; ი. მ-ის მეუღლეზე ძალადობას ჰქონდა დაუნდობელი ხასიათი და იყო სისტემატური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ი. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და ამასთანავე, დაცვის მხარეს საკასაციო საჩივრით არ მოუმართავს.
2. რაც შეეხება პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარს, საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ პროკურორის მოთხოვნა საფუძვლიანია, მისი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება, კერძოდ: საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ქმედების განხორციელების სახეს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიუთითებს:
3. მსჯავრდებულ ი. მ-ს ჩადენილი აქვს საზოგადოებრივად საშიში, ძალადობრივი ხასიათის, განზრახი კატეგორიის ქმედებები. უდავოდ ცნობილი, პირდაპირი სახის მოწმის - ნ. ხ-ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ი. მ-ის მიერ დაზარალებულზე ძალადობა დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ნ. ხ-ს ფეხზე ადგომა აღარ შეეძლო, მსჯავრდებული მასზე ფიზიკურ ძალადობას განაგრძობდა. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო შედეგს საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნ. ხ-ს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის: ზურგისა და კისრის არეში აღენიშნებოდა.
4. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ი. მ-ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, ხოლო მის მიერ ჩადენილი დანაშაულები ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მისთვის განსაზღვრული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, პირობით იქნეს გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ი. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
ი. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 20 ივნისიდან იმავე წლის 22 ივნისის ჩათვლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე