Facebook Twitter

ა-1520-შ-55-07 12 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ს-ს შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ჟამბილსკის ოლქის თარაზის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, გ. ს-ს სარჩელის გამო, მოპასუხე მ. ს-ს მიმართ ალიმენტის გადახდევინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ყაზახეთის რესპუბლიკის ჟამბილსკის ოლქის ტარაზის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ს დაეკისრა გ. ს-ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ... მარტს დაბადებული აიგულ ს-ს, ... წლის ... ნოემბერს დაბადებული ე. ს-ს და 1996 წლის 3 მარტს დაბადებული ა. ს-ს სარჩენად, ყველა სახის შემოსავლის 1/2 ნაწილის ოდენობით ბავშვების სრულწლოვანებამდე. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 420 ტენგეს ოდენობით ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 30 ოქტომბერს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნაწილობრივ აღსრულდა 2006 წლის 29 მაისამდე.

გ. ს-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მოპასუხე მ.ს- 2005 წლის 15 ნოემბრამდე მუშაობდა შპს “კ...ში” და მას რეგულარულად 2006 წლის 29 მაისამდე ხელფასიდან უკავდებოდა ალიმენტი, ხოლო შემდგომ მოპასუხე გადაყვანილ იქნა სამუშაოდ საქართველოში და ამჟამად იგი მუშაობს ქ.თბილისში შპს “ყ...ის” გენერალური დირექტორის მოადგილედ. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას ყაზახეთის რესპუბლიკის ჟამბილსკის ოლქის თარაზის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მისი შვილების: 1988 წლის 31 მარტს დაბადებული ა. ს-სა და ... წლის ... ნოემბერს დაბადებული ე. ს-ს სარჩენად ბავშვების სრულწლოვანებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გ. ს-ს შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები ყაზახეთის რესპუბლიკის ჟამბილსკის ოლქის ტარაზის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე მ. ს-ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ჟამბილსკის ოლქის ტარაზის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ს დაეკისრა გ. ს-ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ... მარტს დაბადებული ა. ს-ს, ... წლის ... ნოემბერს დაბადებული ე. ს-ს და ... წლის ... მარტს დაბადებული ა. ს-ს სარჩენად, ყველა სახის შემოსავლის 1/2 ნაწილის ოდენობით ბავშვების სრულწლოვანებამდე. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 420 ტენგეს ოდენობით ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 30 ოქტომბერს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნაწილობრივ აღსრულდა 2006 წლის 29 მაისამდე.

გ. ს-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მოპასუხე მ.ს-ე 2005 წლის 15 ნოემბრამდე მუშაობდა შპს “კ...ში” და მას რეგულარულად 2006 წლის 29 მაისამდე ხელფასიდან უკავდებოდა ალიმენტი, ხოლო შემდგომ მოპასუხე გადაყვანილ იქნა სამუშაოდ საქართველოში და ამჟამად იგი მუშაობს ქ.თბილისში შპს “ყ...ის” გენერალური დირექტორის მოადგილედ. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას ყაზახეთის რესპუბლიკის ჟამბილსკის ოლქის თარაზის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მისი შვილების: ... წლის ... მარტს დაბადებული ა. ს-სა და ... წლის ... ნოემბერს დაბადებული ე. ს-ს სარჩენად ბავშვების სრულწლოვანებამდე.

შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე მ. ს-ს. როგორც შპს “ყ...ის” მმართველი დირექტორის სამართლებრივ საკითხებში ს. შ-ის წერილიდან ირკვევა მ. ს- შპს “ყ...ის” გენერალური დირექტორის 2007 წლის 3 აგვისტოს ¹კ-767 ბრძანებით გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. წერილს დაერთო შპს “ყ...ის” გენერალური დირექტორის ბრძანების ასლი ¹კ-767 მ. კ-ს ძე ს-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

ამავე კანონის 64-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, სამართლებრივი დახმარება არ გაიწევა, თუ შუამდგომლობით გათვალისწინებული მოქმედება არ განეკუთვნება საქართველოს სასამართლოების კომპეტენციას.

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახელზე გადმოგზავნილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარე მ. კ-ს ძე ს- საქართველოს მოქალაქე არ არის. იგი დაბადებულია და ცხოვრობს ყაზახეთის რესპუბლიკაში (ქ. თარაზი, ... ¹9).

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტიდან გ. ს-ს შუამდგომლობის გადმოგზავნის საფუძველი გახდა მხოლოდ შუამდგომლობაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარე მ. კირგიზბაის ძე ს- მუშაობდა შპს “ყ...ში”. სხვა მტკიცებულება იმისა, რომ მ. კ-ის ძე ს-ს საცხოვრებელი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. ამასვე ადასტურებს შპს “ყ...ის” მმართველი დირექტორის სამართლებრივ საკითხებში ს. შ-ის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მ. ს-ე შპს “ყ...ის” გენერალური დირექტორის 2007 წლის 3 აგვისტოს ¹კ-767 ბრძანებით გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე იმ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცედურა, რომლის ცნობასა და აღსრულებასაც მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი, ვერ განხორციელდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ს-ს შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ჟამბილსკის ოლქის თარაზის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

განჩინების ასლი გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.