ა-1574-შ-56-07 30 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ბ-სა და უკრაინის დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ. რ-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ვ. ბ-ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ს დაეკისრა ა. ბ-ს სასარგებლოდ 2005 წლის 17 ოქტომბრიდან არასრულწლოვანი შვილის (ვ. ბ-ა, დაბადებული 1997 წლის 26 აგვისტოს) სარჩენად ალიმენტი ყოველთვიურად 150 გრივნის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნის გადახდა, ხოლო უკრაინის დონეცკის ოლქის სახელმწიფოს სასამართლო ადმინისტრაციის ტერიტორიული სამმართველოს სასარგებლოდ ვ. ბ-ს დაეკისრა სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები 7 გრივნისა და 50 კაპიკის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 16 აპრილს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ა. ბ-მ და უკრაინის დონეცკის ოლქის სლავიანსკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლ.რ-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის დონეცკის ოლქის სლავური საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-სა და უკრაინის დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ.რ-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. ბ-სა და უკრაინის დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ.რ-ს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ს დაეკისრა ა. ბ-ს სასარგებლოდ 2005 წლის 17 ოქტომბრიდან არასრულწლოვანი შვილის (ვ. ბ-ა, დაბადებული 1997 წლის 26 აგვისტოს) სარჩენად ალიმენტი ყოველთვიურად 150 გრივნის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნის გადახდა, ხოლო უკრაინის დონეცკის ოლქის სახელმწიფოს სასამართლო ადმინისტრაციის ტერიტორიული სამმართველოს სასარგებლოდ ვ. ბ-ს დაეკისრა სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები 7 გრივნისა და 50 კაპიკის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 16 აპრილს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ბ-სა და უკრაინის დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლ.რ-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
უკრაინის დონეცკის ოლქის სლავიანსკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ბ-ს დაეკისრა ა. ბ-ს სასარგებლოდ 2005 წლის 17 ოქტომბრიდან არასრულწლოვანი შვილის (ვ. ბ-ა, დაბადებული 1997 წლის 26 აგვისტოს) სარჩენად ალიმენტი ყოველთვიურად 150 გრივნის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 51 გრივნის გადახდა, ხოლო უკრაინის დონეცკის ოლქის სახელმწიფოს სასამართლო ადმინისტრაციის ტერიტორიული სამმართველოს სასარგებლოდ ვ. ბ-ს დაეკისრა სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები 7 გრივნისა და 50 კაპიკის ოდენობით, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.