¹ა-1576-შ-57-07 10 დეკემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ 1. “... ბანკი”, ... საქალაქო ¹... განყოფილება
2. ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ც-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის, ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის, ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. ც-ა უკრაინის სსკ-ის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით ცნობილ იქნა დამნაშავედ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების სრული კონფისკაცია. ამავე გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების “... ბანკის” სიმფეროპოლისა და “პ...ის” ყირიმის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საჩივრები დაკმაყოფილდა, გ. ც-ს დაეკისრა 207 087 გრივნისა და 11 კაპიკის გადახდა გახსნილი სააქციო საზოგადოების “... ბანკისა” და 156279 გრივნის გადახდა “პ...ის” ყირიმის რაიონული სასამართლოს სასარგებლოდ.
უკრაინის, ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 10 აგვისტოს და უკრაინის რესპუბლიკის ტერრიტორიაზე ზარალის ნაწილში არ აღსრულებულა.
“... ბანკისა” და სიმფეროპოლის საქალაქო ¹39 განყოფილების წარმომადგენელმა ც. ბ-მ და ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა. დ-მა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, უკრაინის, ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ “... ბანკი”, სიმფეროპოლის საქალაქო ¹... განყოფილებისა და სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა. დ-ს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის, ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. ც-ა უკრაინის სსკ-ის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით ცნობილ იქნა დამნაშავედ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების სრული კონფისკაცია. ამავე გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების “... ბანკის” სიმფეროპოლისა და “პ...ის” ყირიმის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საჩივრები დაკმაყოფილდა, გ. ც-ს დაეკისრა 207 087 გრივნისა და 11 კაპიკის გადახდა გახსნილი სააქციო საზოგადოების “... ბანკისა” და 156279 გრივნის გადახდა “პ...ის” ყირიმის რაიონული სასამართლოს სასარგებლოდ.
შუამდგომლობაში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, უკრაინის, ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 10 აგვისტოს და უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ზარალის ნაწილში არ აღსრულებულა.
“... ბანკისა” და .... საქალაქო ¹... განყოფილების წარმომადგენელმა ც. ბ-მ და ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა. დ-მა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, უკრაინის, ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, უკრაინის, ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
“... ბანკისა” და ... საქალაქო ¹... განყოფილების წარმომადგენელ ც. ბულაბიჩიკოვასა და ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა. დ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს, ცნობილ იქნეს უკრაინის, ქ. სიმფეროპოლის კიევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც, სააქციო საზოგადოების “... ბანკის” სიმფეროპოლისა და “პ...ის” ყირიმის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საჩივრები დაკმაყოფილდა, გ. ც-ს დაეკისრა 207 087 გრივნისა და 11 კაპიკის გადახდა გახსნილი სააქციო საზოგადოების “... ბანკისა” და 156279 გრივნის გადახდა “პ...ის” ყირიმის რაიონული სასამართლოს სასარგებლოდ.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.