Facebook Twitter

ა-1583-შ-47-09 21 სექტემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ს. ა-ასი

წარმომადგენელი _ გ. გ-ოვი

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ა-ასი

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ა-ასმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ა-ასის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.

გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილებით შეწყდა 2004 წლის 17 თებერვალს ქ.ლუბეკეს მმაჩის განყოფილებაში 5/2004 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება ს. ა-ასსა და ე. ა-ასს შორის.

გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილების თანახმად, მოცემული დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 9 მაისს.

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ე. ა-ასი თანახმაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე.

ს. ა-ასმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებით ს. ა-ასის შუამდგომლობა გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. ა-ასის შუამდგომლობა გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილებით შეწყდა 2004 წლის 17 თებერვალს ქ.ლუბეკეს მმაჩის განყოფილებაში 5/2004 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება ს. ა-ასსა და ე. ა-ასს შორის. დადგენილების თანახმად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 9 მაისს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები განსახილველ შუამდგომლობასთან მიმართებით არ არსებობს. ამდენად, ს. ა-ასის შუამდგომლობა გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილების ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნას შუამდგომლობაში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ა-ასის შუამდგომლობა გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის, ქალაქ ბად ოენჰაუზენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 9 მაისის დადგენილება, რომლითაც შეწყდა 2004 წლის 17 თებერვალს ქ.ლუბეკეს მმაჩის განყოფილებაში 5/2004 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება ს. ა-ასსა და ე. ა-ასს შორის.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.