Facebook Twitter

ა-1601-შ-58-07 29 ოქტომბერი, 2007 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ა-ს წარმომადგენლის დ. გ-ს შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის მალატია-სებასტიის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადასტურების მოთხოვნის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სომხეთის რესპუბლიკის მალატია-სებასტიის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. ა-მა და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადასტურება.

მისი განმარტებით, 1942 წელს იგი დაიბადა ქალაქ თბილისში, მისი მშობლები იყვნენ ს. ა-ი და ს. კ-ი. მამა გარდაიცვალა დიდ სამამულო ომში, ხოლო დედა გარდაცვალებამდე ცხოვრობდა განმცხადებელთან. 1976 წელს განმცხადებლის დედამ ანდერძით, რომელიც შედგელია ქ. თბილისის სანოტარო კანტორაში, მთელი თავისი ქონება, მათ შორის ქ. თბილისში, ... ქ. ¹22-ში მდებარე სახლი უანდერძა ლ. ა-ს. მას სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა.

1990 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა განმცხადებლის დედა ს. კ-ი, რომელიც დაგრძალულ იქნა ქ. ... . დედის გარდაცვალების შემდეგ განმცხადებელმა დაუყოვნებლივ დაიწყო იმ ნაწილის ფლობა, რომელიც მან თან ჩამოიტანა ერევანში, ამავდროულად ზრუნავდა მამისეულ სახლზე ქალაქ თბილისში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის საზოგადო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ოფიციალური წერილით დადასტურებულ იქნა, რომ სახლი მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹22-ში ½1/2 ნაწილი რეგისტრირებული იყო ს. კ-ის სახელზე.

სომხეთის რესპუბლიკის მალატია-სებასტიის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ს განცხადება დაკმაყოფილდა. დადასტურდა ლ. ა-ს მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტი ანდერძით, რომელიც შედგენილია განსვენებული ს. კ-ის მიერ 1976 წლის 25 მაისს, ქალაქ თბილისის პირველ სანოტარო კანტორაში, ქალაქ თბილისში, ... ქ. ¹22-ში მდებარე სახლთან დაკავშირებით.

ლ. ა-ს წარმომადგენელმა დ. გ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის მალატია-სებასტიის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სომხეთის რესპუბლიკის მალატია-სებასტიის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ს განცხადება დაკმაყოფილდა. დადასტურდა ლ. ა-ს მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტი ანდერძით, რომელიც შედგენილია განსვენებული ს. კ-ის მიერ 1976 წლის 25 მაისს, ქალაქ თბილისის პირველ სანოტარო კანტორაში, ქალაქ თბილისში, ... ქ. ¹22-ში მდებარე სახლთან დაკავშირებით.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 8 აგვისტოს და არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს სომხეთის რესპუბლიკის მალატია-სებასტიის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ა-ს წარმომადგენლის დ. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

სომხეთის რესპუბლიკის მალატია-სებასტიის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება, რომლითაც დადასტურდა ლ. ა-ს მიერ ანდერძით მემკვიდრეობის მიღების ფაქტი, რომელიც შედგენილია განსვენებული ს. კ-ის მიერ 1976 წლის 25 მაისს, ქალაქ თბილისის პირველ სანოტარო კანტორაში, ქალაქ თბილისში, ... ქ. ¹22-ში მდებარე სახლთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.