ა-1614-შ-40-08 17 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ა-ოვას წარმომადგენელ ა. ა-ოვის შუამდგომლობა გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, იური დ-ოვის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ბოხუმში 1999 წლის 30 ივნისს ლ. ა-ოვასა და ი. დ-ოვს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ლ. ა-ოვას წარმომადგენელმა ა. ა-ოვმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ლ. ა-ოვას წარმომადგენელ ა. ა-ოვის შუამდგომლობა გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ა-ოვას წარმომადგენელ ა. ა-ოვის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ქ.ბოხუმში 1999 წლის 30 ივნისს ლ. ა-ოვასა და ი. დ-ოვს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ა-ოვას წარმომადგენელ ა. ა-ოვის შუამდგომლობა გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ბოხუმში 1999 წლის 30 ივნისს ლ. ა-ოვასა და ი. დ-ოვს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.