Facebook Twitter

¹ ა-164-შ-15-09 6 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ნ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.ვორონეჟის .... რაიონის ¹....@უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ლარისა ნ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ბ. ნ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბ. ნ-ი და ლ. ნ-ი (ქალიშვილობის გვარი კ-ა) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1988 წლის 18 მაისიდან. ლ. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ბ. ნ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.

რუსეთის ფედერაციის ქ.ვორონეჟის .... რაიონის ¹....@უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ნ-ი და ბ. ნ-ი განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 8 ივლისს.

ბ. ნ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.ვორონეჟის ..... რაიონის ¹....@უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით ბ. ნ-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის ქ.ვორონეჟის ..... რაიონის ¹.....@უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოსარჩელე ლ. ნ-ს. მას განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის წერილობითი გამოხატვის უფლება; შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პალატაში მიღებული შეტყობინებით ცნობილია, რომ შეკვეთილი წერილი ადრესატს ჩაჰბარდა 2009 წლის 25 თებერვალს.

მოსარჩელე მხარეს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბ. ნ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბ. ნ-ი და ლ. ნ-ი (ქალიშვილობის გვარი კ-ა) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1988 წლის 18 მაისიდან. ლ. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ბ. ნ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.

რუსეთის ფედერაციის ქ.ვორონეჟის .... რაიონის ¹.....@უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ნ-ი და ბ. ნ-ი განქორწინდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 8 ივლისს.

ბ. ნ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.ვორონეჟის ..... რაიონის ¹....@უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ქ.ვორონეჟის ..... რაიონის ¹....@უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ნ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.ვორონეჟის .... რაიონის ¹.....@უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

რუსეთის ფედერაციის ქ.ვორონეჟის .... რაიონის ¹.....@უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ნ-ი და ლ. ნ-ი განქორწინდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.