განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ა-1662-შ-59-07 15 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ო. კ-ასა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. პ.-ოს შუამდგომლობები და სასამართლოს დოკუმენტები ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე ო. კ-ას სარჩელის გამო მოპასუხე დ. გ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ო. კ-ა და დ. გ-ი 1994 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში; მათ ერთად ცხოვრების პერიოდში 1996 წლის 7 აგვისტოს შეეძინათ ქალიშვილი ნ.. ბავშვი აღსაზრდელად იმყოფება დედასთან. ო. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. გ-ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის სარჩენად მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება მისი შემოსავლის 25%-ის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დ. გ-ს, დაბადებული 1969 წლის 5 თებერვალს საქართველოში, ქ. ...-ში, მცხოვრები, საქართველოში, ქ. ...-ში, ...-ის ქ. ¹205-ში, უმუშევარი, დაეკისრა არასრულწლოვანი ქალიშვილის ნ. გ-ის (დაბადებული 1996 წ. ... ქ. მ-ში), სარჩენად ალიმენტის გადახდა ყველა სახის შემოსავლის 25%-ის ოდენობით ო. კ-ას (მცხოვრები ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქ. ს., უ-ს მესამე შესახ., ბინა ..) სასარგებლოდ; ალიმენტის გადახდა დ. გ-ს დაეკისრა ყოველთვიურად 2006 წლის 29 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 84.650 რუბლის ოდენობით, ასევე დაეკისრა 4500 რუბლი სასამართლო ხარჯების სახით.
სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 10 ივლისს და იგი ალიმენტის, სახელმწიფო ბაჟის და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. პ.-ომ და ო. კ-ამ, მცხოვრები ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქ. შ-ი, უ-ს მესამე შესახვევი, ბინა ..-ში, შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, სლუცკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების _ დ. გ-ისათვის (მცხოვრები საქართველო, ქ. ..., ...-ის ქ. @205-ში) მოსარჩელის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე; ასევე, დ. გ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 84.650 რუბლის დაკისრების შესახებ, რათა ეს თანხა ჩაირიცხოს საანგარიშსწორებო ანგარიშზე ¹3602626000010 ფილიალში ¹615 AჩБ ბელარუსბანკი ქ. სლუცკი, კოდი 808, УHH 601057783; ასევე დ. გ-ისათვის სასამართლო განხილვისათვის გაწეული ხარჯების 4500 რუბლის დაკისრების შესახებ, რათა ეს თანხა ჩაირიცხოს საანგარიშსწორებო ანგარიშზე ¹3602916180031 ფილიალში ¹615 AჩБ, ბელარუსბანკი ქ. სლუცკი, კოდი 808, УHH 601057862 70-ე განყოფილების 01 ქვეგანყოფილებაში „სხვა შემოსულობები“ გადახდის კოდი 05520 _ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ო. კ-ასა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. პ.-ოს შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ო. კ-ასა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. პ.-ოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია რომ, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დ. გ-ს, დაბადებული 1969 წლის 5 თებერვალს საქართველოში, ქ. ...-ში, მცხოვრები, საქართველოში, ქ. ...-ში, ...-ის ქ. ¹205-ში, უმუშევარი, დაეკისრა არასრულწლოვანი ქალიშვილის ნ. გ-ის (დაბადებული 1996 წლის 7 აგვისტოს ქ. მ-ში), სარჩენად ალიმენტის გადახდა ყველა სახის შემოსავლის 25%-ის ოდენობით ო. კ-ას (მცხოვრები ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქ. ს., უ-ს მესამე შესახ., ბინა ..) სასარგებლოდ; ალიმენტის გადახდა დ. გ-ს დაეკისრა ყოველთვიურად 2006 წლის 29 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 84.650 რუბლის ოდენობით, ასევე დაეკისრა 4500 რუბლი სასამართლო ხარჯების სახით.
სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 10 ივლისს და იგი ალიმენტის, სახელმწიფო ბაჟის და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და იგი დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. კ-ასა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. პ.-ოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;
ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სლუცკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. გ-ს, დაბადებულს 1969 წლის 5 თებერვალს საქართველოში, ქ.დ-ოში, მცხოვრებს, საქართველოში, ქ.დ-ოში, ...-ის ქ. ¹205-ში, უმუშევარს, დაეკისრა არასრულწლოვანი ქალიშვილის ნ. გ-ის (დაბადებული 1996 წლის 7 აგვისტოს ქ. მ-ში), სარჩენად ალიმენტის გადახდა ყველა სახის შემოსავლის 25%-ის ოდენობით ო. კ-ას (მცხოვრები ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქ. ს., უ-ს მესამე შესახ., ბინა ..) სასარგებლოდ; ალიმენტის გადახდა დ. გ-ს დაეკისრა ყოველთვიურად 2006 წლის 29 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 84.650 რუბლის ოდენობით, ასევე დაეკისრა 4500 რუბლი სასამართლო ხარჯების სახით _ ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.