Facebook Twitter

¹ა-1677-შ-43-08 17 ნოემბერი, 2008წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ თ. ქ-ანი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ქ-ანი

განხილვის საგანი _ თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის მესამე საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის მესამე საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ განქორწინების შესახებ აღძრული სარჩელის მოპასუხის მიერ ცნობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მ. ქ-ანისა (რეგისტრირებული ქ. ერზინჯანი, რეფაჰიეს რაიონი, ჩირაგედიის უბანი/სოფ., ტომი 113, სახლი 23, თურქეთის რესპუბლიკის პირადი ¹........ , ა-ისა და მ-ის ვაჟი, დაბ. ........ წ. ანკარაში) და თ. ქ-ანის (თურქეთის რესპუბლიკის პირადი ......... , საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული მოსარჩელესთან ერთად იმავე მისამართზე, რომელმაც ქორწინების შემდეგ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, ს-ისა და კ-ას ქალიშვილი, დაბ. ქუთაისში/საქართველო ........ წ.) განქორწინების შესახებ; იმის გამო, რომ მხარეები ერთმანეთისგან რაიმე ალიმენტს, ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას არ მოითხოვდნენ, ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებაზე მხარეთა მიერ უარის თქმის გამო, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და შესულია კანონიერ ძალაში.

2008 წლის 15 სექტემბერს თ. ქ-ანმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის მესამე საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით თ. ქ-ანის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის მესამე საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; მ. ქ-ანს ეცნობა შუამდგომლობის თაობაზე. ამასთან, განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ქ-ანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის მესამე საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ განქორწინების შესახებ აღძრული სარჩელის მოპასუხის მიერ ცნობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მ. ქ-ანისა (რეგისტრირებული ქ. ერზინჯანი, რეფაჰიეს რაიონი, ჩირაგედიის უბანი/სოფ., ტომი 113, სახლი 23, თურქეთის რესპუბლიკის პირადი ......... , ა-ისა და მ-ის ვაჟი, დაბ. ........ წ. ანკარაში) და თ. ქ-ანის (თურქეთის რესპუბლიკის პირადი ........ , საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული მოსარჩელესთან ერთად იმავე მისამართზე, რომელმაც ქორწინების შემდეგ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, ს-ისა და კ-ას ქალიშვილი, დაბ. ქუთაისში/საქართველო ......... წ.) განქორწინების შესახებ; იმის გამო, რომ მხარეები ერთმანეთისგან რაიმე ალიმენტს, ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას არ მოითხოვდნენ, ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთ და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის მესამე საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ქ-ანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის მესამე საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება მ. ქ-ანისა (რეგისტრირებული ქ. ერზინჯანი, რეფაჰიეს რაიონი, ჩირაგედიის უბანი/სოფ., ტომი 113, სახლი 23, თურქეთის რესპუბლიკის პირადი ......... , ა-ისა და მ-ის ვაჟი, დაბ. ........ წ. ანკარაში) და თ. ქ-ანის (თურქეთის რესპუბლიკის პირადი .......... , საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული მოსარჩელესთან ერთად იმავე მისამართზე, რომელმაც ქორწინების შემდეგ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, ს-ისა და კ-ას ქალიშვილი, დაბ. ქუთაისში/საქართველო .......... წ.) განქორწინების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.