Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ა-1706-შ-45-08 1 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხ. ა-ანის წარმომადგენელ ე. ა-ანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.დრეზდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ო. შ-ტის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.დრეზდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ.დრეზდენში 2003 წლის 27 თებერვალს ხ. ა-ანსა და ო. შ-ტს შორის რეგისტრირებული ¹73/2003 ქორწინება შეწყდა.

ხ. ა-ანის წარმომადგენელმა ე. ა-ანმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.დრეზდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ხ. ა-ანის წარმომადგენელ ე. ა-ანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.დრეზდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ხ. ა-ანის წარმომადგენელ ე. ა-ანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ქ.დრეზდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ.დრეზდენში 2003 წლის 27 თებერვალს ხ. ა-ანსა და ო. შ-ტს შორის რეგისტრირებული ¹73/2003 ქორწინება შეწყდა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ.დრეზდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. ა-ანის წარმომადგენელ ე. ა-ანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.დრეზდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გერმანიის ქ.დრეზდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.დრეზდენში 2003 წლის 27 თებერვალს ხ. ა-ანსა და ო. შ-ტს შორის რეგისტრირებული ¹73/2003 ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.